ჩემი მერცხალი

0

მე ცხოვრებაში დავკარგე რწმენა,

ახლა მჭირდებით გამოდით ყველა!

ნეტავ ვიცოდე, სადა ხართ ეხლა,

ხალხნო მჭირდებით, სადა ხართ ნეტა?!

მე შენ მჭირდები სითბოზე მეტად,

მინდოდა შენთვის მიყვარხარ მეთქვა…

მე შენ გეძებდი ცხოვრების ერთხანს,

მაგრამ მითხრეს, რომ ვერ გნახეს ვერსად.

ჩვენ დავდიოდით ქვიშნარში ერთად,

მაგრამ ბოლო ხანს შემიოყრო სევდამ…

თვალებს დავხუჭავ სიზმარში გხედავ,

თითქოს, სიზმარში გამსგავსებ მერცხალს,

რომელიც დაჰქრის უკვალოდ ქვეყნად

მისი სისწრაფით ზეცაც კი ღელავს!

მას თან მოჰყვება მეხი და ელვა,

ზარი კი რეკავს, გული კი ფეთქავს!

ამ ერთი წუთით მინელდა ზეცაც

ირგვლივ გავყურებ, ნაპერწკლებს ვხედავ…

და ჩემი მერცხალი ნაცრისფერ ფერფლად,

ქარს მიაქვს  ნელა, უგზოდ და მტვერად.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!