fbpx

ჩემი ბლოგის დასაწყისი

0

     ყოველ დილით ვიღვიძებ და ვიაზრებ რომ სამყარო ერთ ადგილზე დგას , არ იძვრის , არ სუნთქვას . ყოველ დილით მაღვიძებს იმის იმედი რომ რაღაც შეიცვლება , დაირღვევა ეს ჩვეული მოსაბეზრებელი რუტინა და დაიწყება საინტერესო თავგადასავალი ისეთი როგორზეც 17 წლის გოგოს შეუძლია იოცნებოს .

ჩემი ოთახი ჩემი აღარაა… რამდენიმე თვეა დას ვუყოფ საწოლს .  და ეს რამდენიმე თვეა უბედური ვარ. შეიძლება ახლა იფიქროთ ეს რა უმადური ადამიანია ზოგს სულ იატაკზე სძინავსო ; დიახ , სრულიად მართლები იქნებით და ეს ზამთარიც ამ იმედის ჩამსახველმა ფიქრმა გადამატანინა.

უკვე ორი წელია მონატრება მტანჯავს . მენატრება ჩემი შეყვარებული რომელიც არც ისე შორსაა ჩემგან თუმცა მაინც ვერ ვნახულობ ხშირად რაც ძალიან დამღლელია . მაგრამ მე ის მიყვარს თან ძალიან მიყვარს . თავს უბედნიერესად ვთვლი როცა მის გვერდით ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში უამრავი მამაკაცია და მათგან უმეტესობა მოღალატეა ჩემი შეყვარებული არ განეკუთვნება მათ კატეგორიებს . შეგიძლიათ არ დამიჯეროთ თუმცა ეს ასეა . და ის სწორედ ისეთია როგორზეც ვოცნებობდი .

წერა ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ ძალიან ცუდი თვისება მაქვს ყოველთვის მბეზრდება ერთ ადგილას დიდხანს ყოფნა და ყოველთვის ვანებებ თავს დაწყებულ ჩანაწერებს . სწორედ ამან იმსხვერპლა ჩემი დღიურიც , რომელიც სკოლის ტუალეტში დავანაკუწე და გადავყარე. დღეიდან კი ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ ჩემს ასე თუ ისე უინტერესო ცხოვრებას ბლოგის სახეს მივცემ და ხალხს გავუზიარებ . 

სასიამოვნო დღეს გისურვებთ ! 

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!