არასოდეს !

0
  • არასოდეს არაფერი გამომდიოდა ,რასაც ვგეგმავდი, არადა ბავშვობიდან დაგეგმილი მქონდა თვე, კვირა დღე, ქორწილის სიაც მზად მქონდა და ბავშვის სახელებიც ჩამოწერილი,
     მაგრამ… მას შემდეგ, იმ ტრაგიკული დღის შემდეგ ,
     ხელში  თბილად  რომ ჩამიცივდა, მე რომ ვერაფერი ვუშველე, ბევრი ვეხვეწე ,ვემუდარე, მაგრამ აღარაფერი ესმოდა ჩემი ,
    დამტოვა … თან როდის , როცა მის მეტი გულშემატკივარი იმ დროს არავინ მყავდა
     პატარა ვიყავი ,მახსოვს როგორ მძიმედ ვბღუჯავდი, მის გულზე დაყრილ ახალ შავ მიწას და ვიმეორებდი
    არასოდეს! არასოდეს! არავის შევიყვარებ
    ყველა დამტოვებს, ყველა წავა
    არასოდეს!
    ეს სიტყვები ,ისე მკაცრად და მყარად მაქვს ნათქვამი, წლების შემდეგაც კი ვერ ვღალატობ, მინდა მაგრამ ვერავის ვერ ვიყვარებ, თითქოს არ მაქვს ბედნიერების უფლება , თითქოს ყველა დამტოვებს, წავა ,
    ისეთი კრიტერიუმები შევადგინე რომ ვერავის ექნება ,ისეთ ადამიანებს შევარჩევთ ხოლმე , თავიდანვე ვიცი რომ ვერ მივხვდები და თუ მივწვდი მერე მაინც არ მენდომება, ის არასოდეს ! არ მავიწყდება თითქოს მეშინია,თითქოს არა ძალიან მეშინია
    არ უნდა მეთქვა დაუფიქრებლად ,ბავშვურად,
    მაგრამ მასაც არ უნდა დავეტოვებინე, ვის ვუსაყვედურე, ვის მკლავებში ვიტირო, ვის დაველოდო როდის მოვა ,ვისზე ვისზრუნო , მხოლოდ მშობლები ხომ არაა , სიყვარულია მთავარი რომელმაც შეიძლება უცნობ გამვლელთან ერთი შეხედვით ისე დავაკავშიროთ სამუშაოდ სასჯელი გახდეს შენთვის,
    მძულდა,კაცობრიობა მძულდა
     ხანდახან გზაზე გამიზნულად
    ისე გადავსულვარ იქნებ ვინმემ  დამარტყას, იქნებ გამიტანოს,იქნებ დაამთავროს , სამუდამო მონატრება
    იმქვეყნად მაინც მეყოლება და
    რომელსაც ვეყვარები,პაპა რომელმაც გამწირა და მიმატოვა და ბიძა რომელიც მართლა თბილად ჩამაცივდა ხელებში ( თ.ტ)
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!