ყველაფერიგაყვითლდა ირგვლივ…..შემოდგომააა……..ბუნებამ ყვითელი სამოსი მოირგო დათითქოს არაფერიო ისე დასცვივდა ხეს ფოთლები….ყველაფერს ერთი ფერი აქვს, ერთი სუნიდა ერთი იერი, სიყვითლემ მოიცვა არემარე და ბუნება განთავისუფლდა ზედმეტი მხურვალებისგან.რაღაც ახალი დაიწყო, ყველაფერს ერთიფერი აქვს, მაგრამ ნათელი, მე ეს უფრო მომწონს….ქუჩაში ფოთლები გეგებიანფეხქვეშ, უამრავი ესეთი ფოთოლი, რომლებსაც თითქოს უხარიათ ფეხზე ამბორი…..
ერთფეროვანიაირგვლივ სამყარო……..მეც რაღაც ახლის მოლოდინში ვეგებები დილას…..რაღაც ახალიუნდა დაიწყოს, ძველის თანმდევი, უფრო ლამაზი და უფრო ნათელი, იმედისმომცემი…..უიმედობა და ერთფეროვნება თითქოს წარსულში დარჩა.ერთ ფერში ვხედავსამყაროს, მაგრამ ეს უფრო ნათელია და იმედის მომცემი ჩემიცხოვრებისთვის…….გამოიდარებს, იმედი მაქვს გამოიდარებს ჩემს ცხოვრებაშიც ისეროგორც ბუნებაში. ეს სიყვითლეც გადაივლის და მრავალფეროვანი ჟამიც დადგება, იმედიაჩემ გულსა და სულშიც გაზაფხულდება!!!!!!
სეულის გაყვითლებულ ქუჩებში მივაბიჯებდი. მივაბიჯებდი და თან ნაირნაირი ფოთლები მიმშვენებდნენ გზას. ვგრძნობდი როგორ ნაზად მეხებოდა სხეულზე ფოთლები და საშინლად სასიამოვნო გრძნობას მიტოვებდა. მიუხედავად იმისა რომ ოქტომბრის გრილი დღე იყო მე მაინც მაისურით გამოვსულიყავი და საერთოდ არ მადარდებდა რას იფიქრებდა ხალხი ჩემზე. მთავარია მე ვიყავი ბედნიერი და ბოლომდე ვტკბებოდი ამ სილამაზით.
ჩემი საყვარელი კაფის კარებს ვაღებ და შევდივარ. მაშინვე სასიამოვნოდ მხვდება სითბო რომელიც ჩემ გაყინულ სხეულს სასიამოვნოდ ხვდება. პატარა კაფის პატრონს რომელიც კუთხეში ზის როგორც ყოველთვის და გაზეთს კითხულობს ვესალმები, მიმტანს ვანიშნებ რომ უშაქრო ყავა მომიტანოს და ფანჯარასთან “ჩემ” ადგილს ვიკავებ.
– გამარჯობა ანიტა.
– სალამი თიმუ, როგორ ხარ?
– ჩვეულებრივად – მხრებს იჩეჩავს და ჩემ წინ სკამზე ჯდება – დავიღალე დღეს, ბევრი კლიენტი იყო.
– მშვენიერი დღეა, არ მიკვირს – ვიღიმი, ყავას ვსვავ და სიამოვნებისგან თვალები მეხუჭება.
– ანიტა შენ ისევ ზაფხული გგონია? – წარბაწევით მეკითხება და მათვალიერებს – გარეთ ცივა შენ კიდევ მაისურით დადიხარ.
– ჩემთვის ხო იცი არ აქვს მნიშვნელობა დროს. – ვუღიმი და ფანჯარაში ვიხედები – მთავარია ვიგრძნო. მინდა შემოდგომა ვიგრძნო.
– შემოდგომის რა გითხრა მაგრამ მალე გაციებას იგრძნობ – თვალებს ატრიალებს და ფეხზე დგება როცა ხედავს რომ კლიენტი შემოდის.
თიმუს უკვე ორი წელია რაც ვიცნობ. როცა ეს თბილი კაფე აღმოვაჩინე მაშინ გავიცანი. მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ 19 წლის იყო. იმ დღიდან მოყოლებული როცა ყავა გადამაქცია ჩემ თეთრ საყვარელ სვიტერზე, ზუსტად იმ დღიდან დაიკავა ადგილი ჩემ გულში. ამ ადამიანის დანახვა ბედნიერებას მანიჭებს, ისეთი უცოდველი და ნაზია ხანდახან მინდება რომ ჩავეხუტო და აღარ გავუშვა. მაგრამ ზოგჯერ ძალიან მომაბეზრებელია.
ფანჯრიდან ვუყურებ როგორ უმოწყალოდ ქრის ქარი და არ ინდობს ფოთლებს რომელიც ძლივსძლივობით რჩებოდნენ ხეებზე. ხალხი ამ დროს ქუჩებში აქა იქ თუ შეგხვდებოდათ, არადა სულ მიკვირს რატომ არ გამოდიან და რატომ არ გრძნობენ შემოდგომის ლამაზ დღეებს. მე ყველანაირად ვცდილობ შემოდგომა ვიგრძნო. მაგრამ ამისთვის რაღაც მჭირდება, რაღაც მნიშვნელოვანი და მე ვეძებ. ვცდილობ ვიპოვო და ვიგრძნო შემოდგომა.
კაფეს თვალს ვავლებ, დღეს როგორც სხვა დღეებში ხალხ მრავლობა არ არის. მხოლოდ აქა იქ თუ დაინახავდით ხალხს, რამდენიმე მოხუცი რომელიც გაზეთს კითხულობდა და კუთხეში მჯდარი ახალგაზრდა. კარგად შევათვალიერე, ყავას მიირთმევდა და თან წიგნს კითხულობდა. კარგად დავაკვირდი წიგნს და ერიხ ფრომის ‘ სიყვარულის ხელოვნება’. ჩამეღიმა, ყოველთვის მინდოდა ამ წიგნის წაკითხვა. ბიჭს დავაკვირდი, სათვალე მოხდენილად დაესკუპებინა და ხშირ ხშირად ისწორებდა, თმები არეულად ეყარა სახეზე მაგრამ მაინც თავისებურ ელფერს სძენდა. ყურადღება ისევ გარემოსკენ გადავიტანე, როცა შევამჩნიე რომ ამინდი ოდნავ შეცვლილიყო და მალე წვიმას დაიწყებდა გადავწყვიტე წავსულიყავი. ფული მაგიდაზე დავტოვე და დახლთან მდგარ თიმუსკენ წავედი.
– დასრულდა შენი სამუშაო დღე? – მაშინვე ვკითხე.
– 10 წუთში დავასრულებ – ოდნავ დაღლილი ხმით ამოილაპარაკა.
– კარგი. დაგელოდები მაშინ, ვატყობ მალე წვიმა დაიწყება.
– კარგი. ძალიან დავიღალე – ამოიწუწუნა და თავი დახლზე ჩამოდო.
– კუთხეში კლიენტი გეძახის, მიდი თიმ და წავიდეთ – ღიმილით თმები ავუჩეჩე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი.
რამდენიმე წუთში ის ბიჭი წამოდგა მაგიდიდან რომელსაც ცოტახნის წინ ვაკვირდებოდი. მოხდენილად გადაიკიდა ჩანთა, ფული მაგიდაზე დატოვა და თიმუს გაუღიმა, ალბათ მადლობაც გადაუხადა. მაშინვე შევნიშნე ლოყებზე ჩაღრმავებები და უნებურად მეც გამეღიმა, ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო უბრალოდ…მეც კიდევ ერთხელ ჩამეღიმა. მოხდენილად გააღო კაფის კარები დამშვიდობებაც არ დავიწყებია კაფის მეპატრონესთვის ბატონი ჩჟუსთვის და გაუჩინარდა.
– ანნ დავასრულე, შეგვიძლია წავიდეთ.
თიმუს ხმას გამოვყავარ ტრანსიდან და მაშინვე თავს ვუქნევ. ერთად ვტოვებთ კაფეს და ნელნელა მივუყვებით ერთერთ ქუჩას.
– რაღაც მინდა გკითხო.
– გისმენ.
– როდის აპირებ წიგნის დამთავრებას? – ინტერესით მეკითხება და თავის ლამაზ თვალებს მანათებს.
– შემოდგომას როდესაც ვიგრძნობ მაშინ.
– ღმერთმანი, ხანდახან ძალიან მაკვირვებს შენი უცნაურობები – ჭმუხნის ცხვირს და სასაცილოდ აქნევს თავს. მეცინება.
– უცნაური არარის თიმ, უბრალოდ მინდა ვიგრძნო და შემდეგ ვიფიქრებ დამთავრებაზე. მინდა მეც განვიცადო ის ემოციები რის დაწერასაც ვაპირებ – ღიმილით ვუხსნი და მის თმებს ვეხები.
– იმედი მაქვს მალე იგრძნობ მაგ შენს შემოდგომას, მაინტერესებს ძალიან – მიღიმის.
– ადვილი არ არის – მეცინება.
თიმუს სახლამდე ველაპარაკებოდი სხვადასხვა თემებზე მალევე მივედით მის სახლთან , ვემშვიდობები და ერთ- ერთი პარკისკენ ვიღებ გეზს. ეს პარკი რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე, ადრე არც ვიცოდი ასეთი ადგილი თუ იყო სეულში. პარკი სავსეა სხვადასხვა მცენარეებით და რაც მთავარია საკურათი. ისეთი ლამაზია აქ ყოფნა გაზაფხულობით სიტყვებით ვერ ავღწერ, მაგრამ შემოდგომით ორმაგად ლამაზია. ყურსასმენებს ვირგებ და სიმღერას ვრთავ ‘ Paolo Nutini – Autumn ‘. საერთოდ ვეთიშები ამ სამყაროს, თვალებს ვხუჭავ და ვტკბები. თვალებს მხოლოდ მაშინ ვახელ როცა სიმღერა ირთვება და ჩემი თვალებიც მაშინვე აწყდებიან სათვალიან ბიჭს.
კიდევ ერთხელ იპყრობს ჩემს ყურადღებას. ხის ქვეშ ბალახზე ჩამომჯდარა და მთელი ინტერესით დაუწყია წიგნის კითხვა. შორიდანვე ვატყობდი რომ სხვა სამყაროში იყო უკვე, წიგნის სამყაროში.კიდევ ერთხელ გამეღიმა.
ალბათ ერთი საათი იქნებოდა რაც პარკში ვიჯექი და ვტკბებოდი გარემოთი, როცა ოდნავ სიცივე ვიგრძენი ფეხზე წამოვდექი და წამოსვლა დავაპირე. ნეკერჩხლის ხესთან შევჩერდი და მაღლა ავიხედე. ხელები გავშალე, მალევე ვიგრძენი ხელის გულზე პატარ ფოთოლი.
– იცი გამიგია ნეკერჩხლის ფოთოლს სიყვარული მოაქვსო – მომესმა უკნიდან ხმა და თვალები ნელნელა გავახილე და ასევე ნელა მივტრიალდი.
სათვალეებიანი ბიჭი იდგა და მიღიმოდა.