ლექსიდან ლექსამდე

0

       ხშირად უყვარდებათ,ხშირად პატიობენ,

       მერე შორს მიდიან,აღარ ნახულობენ…

       ჯერ ერთად არიან მერე ნატრულობენ…

       ერთურთს ღალატობენ,აღარ პატიობენ,

       რომ დაშორდებიან მაინც ყვარყლობენ,

        მაინც უყვარდებათ ვეღარ იყვარებენ…

         რატომ უყვარდებათ ეს კი არ იციან,

         მხოლოდ ის იციან,მართლაც  ყვარებიათ,

          რატომ ღალატობენ არც ეს არ იციან…

         აღარ პატიობენ? მგონი ეს იციან…

          მაინც ენატრებათ,მაინც ენანებათ,

          ჯერ შორს გაურბიან,შემდეგ ლოცულობენ,

       ”  მხოლოდ ერთხელ ვნახო”, 

            ამას ოცნებობენ…

        ნეტავ კიდევ ნახოს,კიდევ შეიყვაროს…

        ან კი უნახია? ან კი ყვარებია?

        ნეტავ ყველამ ნახოს…

         ერთ დღეს ყველას ეთქვას: …

         მე ის მინახია და მე მყვარებია…

         მასაც ვყვარებივარ,როცა ვუნახივარ…

          მერე რა მომხდარა რთული სათქმელია,

          არც ღირს გახსენდებად,ისეც ნათელია…

          ერთხელ უნახით,თან შეჰყვარებიათ.

         ბოლოს როგორც ხდება….

              გადავიწყებიათ

         ძლიერ შორს წასულან,გული გაუყვიათ,

         მაინც ვერ უქნიათ,ისევ ყვარებიათ…

         სიწმინდის ლოცვებში,თურმე      უთევიათ,

        დაბოლოს სიზმრებში მაინც ყვარებიათ,

       ისე კი… დამთავრდა აღარ უნახიათ,

      ახლა სად ცხოვრობენ ისიც არ იციან…

      მათი სიყვარული ზღაპრადაც თქმულა…

      საზღაპროდ ნათქვამი რთული გამომდგარა,

      კონკიას მოერგო პატარა ქოში,

     მათ გულს ვერ მოერგო ვერც ერთი გროში…

     ისევ უნატრიათ,ისევ უტირიათ…

      ვერ აუხდენიათ,ვეღარ უპოვიათ…

    

facebook კომენტარები
ტეგები:
Აირჩიე შენი რეაქცია!