fbpx

ცოლი არ მოიყვანო,ბიჭო!..

0

ცოლი არ მოიყვანო ბიჭო,არ გამაგიჟო…

ცოლიან კაცს აადევნა ნაცოდვილარი რითმებიო იტყვიან.

ხალხი იტყვის მარტო დაბერდა და ჭკუა ვერ ისწავლა,სხვისი კუთვნილი ფრთებით მოინდომაო ფრენა

შეიფერებს შენი ცოლი იმ ფრთებს,ბიჭო

არადა არ ეცოდინება მაგას ფრენა

ვიცი მე,არ ეცოდინება ფრენა და ნაბიჯებით აგიტალახებს სუფთა გულს

აგიტალახდება შენც მზერა და ვეღარ დავინახავ საკუთარ თავს ჩემს ერთადერთ სარკეში

არ მაქვს მეტი სარკე მე,ხომ იცი

არადა მჭირდება ხანდახან დავინახო ჩემი გამხდარი სული.

არ გამაგიჟო…

ცოლი არ მოიყვანო

შენც დაბერდი ჩემსავით მარტო

ტალღაა ხალხი,თუ არ იმოძრავა დაშრება,იმოძრავებს და შეიწირავს ჩემნაირებს და შენნაირებს მოძრაობით,

ენის მოძრაობით.

მაგრამ არ დავეძებ

 თქვას ხალხმა ტვინი არ ჰქონდაო

ფული არ ჰქონდაო

ლამაზი ტანსაცმელი არ ჰქონდაო

ეკლესიაში არ დადიოდაო

სვამდაო

ეწეოდაო

ვერავის გუობდაო

ვერავინ გუობდაო

იჯდა და წერდაო

თქვას ხალხმა გული არ ჰქონდაო

ოღონდ ის არ თქვას,იმ ბიჭმა ცოლი მოიყვანაო…

/მ. პაპიძე

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!