fbpx
0

-რამის გეშინია?-ვკითხე ლიაე, თან მის პირდაპირ ვიჯექი, თვალებში ვუყურებდი და სიგარეტს ვაბოლებდი

-კი. არის რაღაც რაც მაშინებს!-მიპასუხა მან. თან გაოცებული მიყურებდა არ ელოდა ასეთ შეკითხვას

-რა არის ეგ რაღაც?- ვკითხე დაინტერესებულმა

-არ ვიცი როგორ ავხსნა!- დაიბნა ლია

-უბრალოდ თქვი რაც გაშინებს!- უფრო მეტი ინტერესით ვუთხარი მე

-არ არის მარტივი გადმოსაცემად!-თქვა და თვალები ამარიდა

-როგორც ვხვდები არც მწერები,არც ცხოველები არ იგულისხმება!-ღიმილით უთხარი

– არა!-სერიოზული ტონით თქვა მან და თან იატაკს თვალებს არ აშორებდა

– და მაშინ რა გაშინებს?მითხარი-უკვე ძალიან დავიძაბე. ინტერესი მკლავდა რისი ეშინოდა ამ პატარა გოგოს?!.

-ხალხის!-თქვა დანანებით და თვალი გამისწორა

-ანუ?- დავიბენი. ვერ გავიგე რას გულისხმობდა

-ანუ ის რომ ხალხი გაბოროტებულია! მათ გულში ახლა მხოლოდ  შური, ბოღმა და სიბოროტეა. ადამიანობა დაკარგული აქვთ. აღარ ადარდებთ  ერთმანეთის გრძნობები  მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ. აღარ იციან ნდობის, ერთგულების და მეგობრობის ფასი. სწორედ ეს მაშინებს, არ მინდა  მათ დავემსგავსე, არ მინდა!  არ მინდა მათი ღალატის, მათი ორპირობის, მათი ტყუილების, მათგან იმედგაცრუების შემდეგ  მეც ისეთივე გავხდე როგორიც ისინი.  არ მინდა სიბოროტემ დაისადგურა ჩემს გულში.მინდა ყველაში  კარგი ვეძებო. მინდა სიკეთის კეთების სურვილი გავუღვივო მათ. მაგრამ ეს არ გამომდის პირიქით  ისინი  ტოვებენ  ჩემში ბოროტებას და მეშინია, რომ  ერთ დღესაც ამ სიბოროტეს ვერ დავძლევ, გააქრობს ყველაფერს კარგს ჩემში და დამეპატრონება

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!