გულწრფელად მგონია, რომ ყველა საინტერესო ამბავს თავისი დასასრული აქვს, მაგრამ ამ ამბავში, რომ რაღაცები უთქმელი რჩება – აი, ეგ არ მომწონს. და, ისიც ზუსტად ვიცი, რომ ასეთი დასასრულები გვაფორიაქებს, უთქმელი, განგრძობითი ხასიათის დასასრულები – გვაჯერებს, რომ ამის იქით გზა არ არის, რადგან რაც სათქმელი აქვს, ჯერ არ უთქვამს :))) ბოლო-ბოლო “ბევრი რამ უნდა ეთქვა” და არ/ვერ თქვა.ადმინებს საკუთარი ჩრდილებივით დაჰყვება ტკივილები უკან. ყველა ღიმილის უკან იმალება ის რამაც შეგცვალა.საკუთარს თავს სარკეში რომ ვუყურებ, ზოგჯერ მეცოდება, ზოგჯერ მეზიზღება,ვერ ვპატიობ ანარეკლს რომელიც წარსულიდან მიმზერს და მეუბნება, მეტის ღირსი ხარო.საკუთარი თავის ატანა ყველაზე მეტად რთულია. არ იცი მოთმინების ძაფი როდის გაგიწყდება და როდის ეტყვი წადი მომშორდი, შენით დაღილი ვარო და მართლაც დატოვებ, შუაგაზაში გაყინულს და დაცარიელებულს.არიან ჭრილობები , რომლებიც დროის გასვლასთან ერთად ჩუმდებიან.თუმცა ბოლომდე არასდროს შუშდებიან მაგრამ თავს რაღაცით მაინც გახსენებენ.გადასატან დღეებს უფრო ცუდი, სწორედ ესეთი დღებია, რომ საკუთარი თავი გაქვს გასაძლები უკვე .რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანოს?მიტოვებას მეთქი პასუხი ვიცი.განა მიტოვებას ვერ ვაპატიებ? განა უსიყვარულობას ვერ ვაპატიებ? განა მასზე ფიქრით გადათენებულ ღამეებს ვერ ვაპატიებ? საწოლში ოთხად მოკეცილო მისი ზურგიდან ჩახუტების სურვილი რომ მკლავდა განა მაგას ვერ ვაპატიებ ?…ჭრილობის შეხორცების შემდეგ, ჩემს მდგომარეობას, საკუთრი თავის გამოცვლას ვერ ვპატიობ.თითქოს ვიღაცამ ტყავი გამაძრობდა ახალი გადამაკრა.თითქოს სისხლი გამომიცვალა.მაგრამ გულს ვერაფერი უშველეს.გატეხილი გულის შეკეთება შეიძლება მაგრამ ნაპრალები მაინც რჩება.ნაპრლაებიდან შემოსული სიცივე ისეთია, სუნთქვის გზებს გიკეტავს, გონებას გითიშავს.ორი წლის უკან ჩემი ამბავი მოგიყევით.”გოგოზე,რომელსაც ფრთები დაატეხეს, გული გაუტეხეს და უღმერთოდ დატოვეს”მაშინ არ ვიცოდი როგორ უნდა გადავრჩენილიყავი.არ ვიცი ახლა ჩემიწილი ღმერთი სად ზის, არც ის ვიცი ვახსოვარ თუ არა .ზოგჯერ ისე მინდა დავუძახო, დავჯდე და ველაპარაკო,მოვიკითხო როგორ არის, ნუთუ ამდენი საქმე აქვს რომ ჩემი წილი ცხოვრებისთვის ვერ მოიცალა. მინდა პირში მივახალოღმერთო უღმერთობით დავიღალე მეთქი!..ლოყები მიწითლდება და მრცხვენია, ვერ ვეუბნები, მე ხომ დავივიწყე.ყველა სიტყვა იკარგება და თავს ვერაფერს ვაბამ…უღმერთოდ რომ ვრჩები უცნაური კი არა სასაცილოც აღარ არის, ბოლოს მაინც მისი იმედი მაქვს.ასე უღმერთოდ დარჩენილმა, ერთი ბეწო რწმენა მაქვს შერჩენილი და მიშველე მეთქი.თითქოს ესმის რას ვეუბნები და მართალია ოთხად მოკუნტული ვწევარ საწოლში, მაგრამ ჩემი წილი ღმერთის იმედი მაინც მაქვს შერჩენილი, უიმედობა რომ მგუდავს და გული მაინც არ ჩერდება, ღმერთის სუნთქვა მესმის და ვმშვიდდები.ერთხელ მამიდაჩემმა მითხრა,აი მაშინ მე რომ მის წინ წელში გამართული ვიყავი და ჩემი გული მილიონად მოიკუნტა, გაჩერდა და წელში მოიხარა, ნეტავ გაჩერება შემეძლოსო.ჰო მაშინ მითხრა” გულამდე არავინ შეიყვარო იცოდეო” ეს სიტყვები შემატოვა, თუმცა არ უსწავლებია ეს როგორ უნდა გამეკეთებინა.მაშინ უკვე აღარ მჭირდობდა ამის ცოდნა. გულამდე კი არა გულის საზღვრებს გაცდენილი იყო ჩემი დამღუპველი. სიყვარული. ყველას მიმართ ამბის მოსატანად მოვედი თქვენთან, ჩემი გზა რომ არ გაიაროთ, საკუთარს თავს რომ სარკეში შეხედავთ, დაბრამვება რომ არ მოგინდეთ.თუმცა, დღემდე ვერ ვისწავლე “გულამდე” როგორ არ უნდა მიუშვა ადამიანი.სამაგიეროდ ვისწავლე , იქამდე როგორ უნდა წახვიდე სანამ დაგშლის და დაგანაწევრებს.შენს ადამინს შენსგან წასვლა რომ დაგეგმილი აქვს, ამას შეატყობ.ერთი და ორი დღე თუ არა მესამე და მეოთხე დღეს აუცილებლად.ან თვალებში შეეტყობა, ისე რომ აღარ შემოგხედავს როგორც ადრე.შენს ხელს თავისას რომ არ ჩაკიდებს საკუთარი ნებით.გოგონები ყოველთვის ვატყობთ ასეთ ამბებს, უბრალოდ მერე ამ რეალობისგან ძალიან სწრაფად და ძალინ შორს გავრბივართ,სინამდვილეში ვერ ვხვდებით რომ ტკივილებს ვეჯახებით ამ გაქცევით.გულით კი არა,სულით კი არა,პირდაპირ სახით შეეჯახეთ ამ რეალობას და გამოეცალეთ თქვენს ადამიანს დროულად.ორი თვე რომ გავა და უიმისობა სულს აგიფორიაქებს, თავი მოთოკე და შენთან დაბრუნებას რომ მოინდომებს იგივეს აღარ გავიმეორებო, არ შეცდე იცოდე! რომ დაბრუნდება და მერე ისევ წავა, ეგ წასვლა დაგშლის და დაგანაწევრებს სწორედ.ისინი ვინც მიდიან მეორედ ბრუნდებიან, მაგრამ რომ წავლენ და აუცილებლად წავლენ, სამუდამო კვალს დატოვებენ შენს ცხოვრებაში.ორი წლის შემდეგ ადამიანების გვერდით დგომა აღარ მინდა. არ ვიცი რატომ ვიჩემებ.არც მათი გახსენება არც ხმის მოსმენა.მათი უსიყვარულობა მკლავს კი არა ახლა ვსუნთავ.ზოგჯერ მინდა მივიდე და ყველაფერი პირში მივახალო.ვუთხრა რომ საერთოდ არ მაინტერესებს და მათ თავს მხოლოდ ჭრილობები მაყენებს.მახსენდებიან მაშინროდესაც ყოველ დილით ხელები მიკანკალებს, ამის გამო კი საკუთარი თავი მეზიზღება.მახსენდებიან მაშინ როცა ჩემი გულისთვის მშვიდი არითმიის შენარჩუნებას ახლა მხოლოდ დამამშვიდებელი ახერხებს.მახსენდებიან მაშინ როცა არ მშველის ძილისწამლები.როდესაცსუნთქვა მეკვრის და ეს სამყარო მეცოტავება,ვერ ვსუნთქავ.როცა ცახცახი კანკალში გადამდის და კბილის კბილზე დაჭერა არ მშველის.როცა ასეთი დღეები ყოველდღეა და ამ რეალობას მარტო ვეჯახები !…მათი უსიყვარულობა მოვიშორე გადავიტანე.გულს მოვუარე მაგრამ ბოლომდე ვერა.მოუშუშბელი ჭრილობები დამიტოვა და ვერაფრით ვშველი.თორემ თვითონ, ისეთი უმნიშვნელოები არიან ჩემთვის როგორც ყოველი დაშორება ამ სიტყვებს შორის.მინდა ჩემი ცუდად ყოფნის გამო ძვლები ასტკივდეთ, სიკვდილი მოუნდეთ და ვერ კვდებოდნენ.საკუთარი თავები დაკარგოთ და იგრძნოთ როგორია როცა უარაფროდ გტოვებენ.გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან ადამიანები, ვინც ერთხელ წავა და მეორედ მობრუნებას გადაწყვეტს..ჩამოშორდით,რომ არ დაიშალოთ,რომ არ შეიცვალოთ.-რომ არ გადასხვაფრედეთ
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!