fbpx

უმისამართო გზავნილი

0

,,უშენობის 1 წელი შესრულდა დღეს,29დეკემბერს.

არ ვიცი ამ ჩანახატს რატომ ვაკეთებ, მაგრამ მინდა ჩემი განცდები,რასაც ხმამაღლა ვერ ვამბობ,აქ მაინც გადმოვიტანო…

პირველ რიგში ,იმას გეტყვი რომ ისევ მენატრები.

ძალიან ხშირად მახსენდები ხოლმე,იცი? ზედმეტად ხშირადაც კი.

ყოველთვის ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, მაგრამ როგორც კი ჩემს გონებაში აღწევ,მაშინვე მიპყრობს წარსულის ფიქრები  და წამიერად ვწყდები სამყაროს..

იცი? შენი წასვლის შემდეგ თითქოს სამყარო გაუფერულდა

დაჭკნა

და გახუნდა..

ისეთივე ფერადი აღარ არის,როგორც შენი ჩემთან ყოფნის დროს იყო…

არ მეგონა ადამიანი ადამიანს ასე თუ ცვლიდა,მაგრამ შენ ამაში ნამდვილად დამარწმუნე.

დავრწმუნდი იმაში,რომ საოცარი სიყვარული მცოდნია.

დავრწმუნდი ,რომ ემოციების გაკონტროლება ადამიანთან,რომელიც გიყვარს,შეუძლებელია…

დავრწმუნდი ,რომ ტკივილს  თურმე ,ჩვენი ,ადამიანების გაძლიერება  საოცრად შეუძლია.

შენი ჩემთან ყოფნის დროს,ყოველთვის გაზაფხული იყო..

ყოველთვის ყვაოდა ყველაფერიი ჩემს ირგვლივ..

ყოველთვის ლამაზი და განსაკუთრებული მეჩვენებოდა სამყარო…

როცა თვალებში გიყურებდი,ვხვდებოდი,რომ ყველაზე  ბედნიერი ადამიანი ვიყავი მთელ დედამიწაზე!

 მეგონა,რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა…

სიმართლე გითხრა,არ ვთვლი რომ რამე განსაკუთრებულს ვითხოვდი, უბრალოდ მინდოდა რომ დარჩენილი სიცოცხლე ჩემს გვერდით ყოფილიყავი..

ისე რა საოცარია ,რამხელა სიყვარულით უნდა უყვარდე ადამიანს, რომ ერთადერთი სიცოცხლის გატარება შენთან ერთად მოინდომოს…

ნეტავ ახლა სად ხარ?

რას აკეთებ უჩემოდ…

ვინ ტრიალებს შენს ირგვლივ..

და როგორია შენი ცხოვრება ჩემს გარეშე?

ნეტავ ოდესმე თუ წაიკითხავ ამ ჩანახატს?

და თუ წაიკითხავ,რას იგრძნობ?

გაბედავ თქმას?”

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!