“ყოველდღე ვფიქრობ ამ ქალაქზე და ვხვდები რომ ტყვე ვარ. მას ,შემდეგ ,რაც პირველად დავინახე მისი რეალური სახე , აქ ყველა გრძნობა ზღვის სანაპიროზე დაწერილს გავს , წუთში, რომ წაიღებს წყალი და წარსულს ჩაბარდება , მერე კი მთელი ცხოვრება ფიქრობ არსებობდა თუ არა საერთოდ . ეს ქალაქი მონსტრია , როცა მის ქუჩებში დავიარები და ვხედავ როგორ იტანჯება ხალხი თამაშით , გაჭირვებით , ბოღმითა თუ შურით როგორ ყვირის ყველა უხმოდ სული მეხუთება…რა სასაცილოა არა? განვითარებულ სამყაროში არ არსებობს განვითარებული გრძნობები. ყველაფერი წამიერია , როგორც ცაზე ელვა , მაგრამ ისეთი მქუხარე რომ გვგონია განათდა მერე კი ქრება.აქ ფერი არ აქვს ცისარტყელის არც ერთ ზოლს , აქ წვიმის შემდეგ გამოდარების ნაცვლად თავსხმა იწყება , აქ როცა ეცემი და წამოდგომას ცდილობ ხელს კი არ გაშველებენ , არამედ გკრავენ რომ უფრო ღრმად ჩავარდე უფსკრულში.”
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!