დილაადრიან გამეღვიძა ,საათს დავხედე,6 ხდებოდა. “ღმერთოო”,გავიფიქრე გონებაში საკუთარ თავზე გაბრაზებულმა. ცა უკვე განათებას იწყებდა,წამოვხტი და წავედი . წავედი იმ იმედით, რომ მზესთან მივიდოდი ,ვნახავდი მის საოცარ,დიდებულ გამოჩენას და ცის შუა გულში, ტახტზე დაბრძანებას ,რამდენიმე წუთში ავჭერი ბენაურის(მთის )აღმართი და დავიწყე ფიქრი განგებაზე ,რომელიც არც კი ვიცით რა დროს, რა ადგილას აღმოგვაჩენს .ვუყურებდი ამ უკიდეგანო სამყაროს და ვხვდებოდი ჩვენი გულები ერთად ფეთქვას იწყებდა …რა ვიცოდი მთავარი რომ წინ მელოდა. ის ,რაც ჩემს სულს ცამდე ააფრენდა და შემდგომ ისევ რეალობაში დააბრუნებდა იმისათვის,რომ იგი უკეთესი გაეხადა.ელვის ზოლის მსგავსი სინათლე მიღიმოდა და მეუბნებოდა -სიბნელე გაქრა ადამიანო,შეგიძლია სინათლით დატკბე და უშიშრად გააგრძელო დარჩენილი წუთებით ტკბობა .მთვარეს გავხედე,ტელეფონი ამოვიღე და ფოტოების გადაღება დავიწყე .მოვრჩი თუ არა დავინახე ,როგორ ძლიერდებოდა ნათელი ,ადგილი შევიცვალე ,მოვკალათდი და მთელი არსებით მზესთან ერთად უსასრულობაში დავიკარგე .მის თავზე დიდი შავი ღრუბელი კარგა ხანს არ გაქრა … ვერც ერთმა ფოტომ ვერ დაიტია ამ წუთების სილამაზე …კამერის დრო არ იყო ,ცრემლები წამომივიდა ,-ნუთუ როგორია სამყარო,სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთს ვებრძვით ,თურმე ამ სანახაობით ტკბობაც შეიძლება. და მთავარს მივხვდი-ყველა ადამიანი მექანიკურად მოქმედებს ,სურს ყველა დანარჩენზე უკეთესი იყოს ,ამასობაში კი მთავარი გვავიწყდება : ჩვენ ,ღმერთმა ადამიანობა გვიბოძა .შეგვიქმნა სამყარო,სადაც ყველას შეუძლია თავის წილი ბედნიერება ნახოს ,სამყარო -გამორჩეული თავისი უცნაურობებითა და კანონზომიერებით , განა გასაკვირი არაა უყურო განთიადს ასე უცხოს და ამავდროულად ყოველდღიურს? სამყარო თავისი ურთიერთგაგებითა თუ გაუგებრობით,მადლიერებითა თუ უმადურობით ,ტანჯვითა თუ ნეტარებით …
ჯანდაბა !თურმე რამდენი დრო დამიკარგავს ცხოვრებისთვის ,აქამდე მხოლოდ ვარსებობდი სხვა მოარსებეებთან ერთად . განთიადის თვალის დევნება ნებისმიერი ადამიანის სულის განთიადს იწვევს და ჩვენ ამ დროს ვიაზრებთ -ყველა ცხოველი,ყველა მცენარე ჩვენ შემოგვნატრის ,ვისაც ეს სამყარო არ შეგვიქმნია,მაგრამ ღვთის ნებით შეგვწევს ძალა შევცვალოთ უარესისკენ ან უკეთესისკენეს,ეს უკვე თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია ,ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბუნებრივი ცხოვრებით,სადაც მსახიობები კი არა, ადამიანები ვიქნებით ,თავისუფალი ადამიანები … ზედმეტი წყენისა და დარდის გარეშე ,საკუთარი თავის ტანჯვა იმაზე ფიქრით,რომ უბედურები ვართ,ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არაა, განა ადამიანებს არ შეგვიძლია ავირჩიოთ შავი ან თეთრი ,მაგრამ სანამ ჩევნს სულში ერთ თითქოს და ჩვეულებრივ გარიჟრაჟზე განთიადი არ დასადგურებს ამას ვერ მივხვდებით.
მაშ,კარგით,აცივდა და თავს არ შეგაწყენთ…