მინდა მოგახსენო ჩემო მკითხველო, რომ სკოლის ბავშვები ასე ჰარი-ჰარაროზე არ ვიწყებთ სიგარეტისა და ათასი სხვა ცუდი რამის კეთებას. ამას გვაიძულებენ! ყველაფერი იწყება იმით, რომ ვიღაც გვიმეგობრდება და ძალიან ახლობელი ხდება.
ერთ დღეს კი მოვა შენთან და ასეთ რაღაცას გეტყვის:
-წამო ძმაო, სიგარეტი მოვწიოთ.
შენ რათქმაუნდა შეეწინააღმდეგები:
-არა არ შემიძლია.
-კარგი რა! ჩემი ძმა არ ხარ?
-კი ვარ, მაგრამ სიგარეტს ვერ მოვწევ. არ შემიძლია.
-თუ არ წამოხვალ ჩემი ძმა არ იქნები.-მოკლედ ამ დიალოგით დაიწყო ჩემი შავ-ბნელი საქმეები. ბიჭმა ძალდატანებით წამიყვანა, მიტოვებულ სახლში და ყველაფერი საშინელება გამიკეთა. პლანი, სიგარეტი, ნემსები…-გაოცებული ხარ არა? შენ ჯერ კიდევ არ იცი რა ხდება სკოლაში. თუ მშობელი ხარ, გირჩევ დამამშვიდებელი დალიო, რადგან ძალიან მალე სკოლის ფარდებს გაგიხსნი და განახებ, როგორია სკოლის ცხოვრება.
უნდა იცოდე! როგორ ხდება შენი შვილი ნარკომანი და გარდა ამისა, როგორ ხდება შენი შვილი ბულინგის მსხვერპლი.
მზად ხარ? ვაგრძელებ.
სკოლას მე უფრო, მაღალ საზოგადოებას მივაკუთნებდი.
შენ გგონია, რომ არ გაქცევენ ყურადღებას, მაგრამ სინამდვილეში სამი-ოთხი თვალი თქვენკენაა მომართული, როგორც საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად: 1-ადამიანები, რომლებიც შრომით მიაღწიეს რამეს-ეს სკოლაში. ბავშვები, რომლებიც სწავლობენ და ამით უნდათ თავის გამოჩენა. 2-ადამიანები, რომლებსაც ცუდი საქმეების გაკეთებით გაითქვეს სახელი-ეს სკოლაში.-ნარკოტიკებზე დამოკიდებული თინეიჯერები არიან.
გავაგრძელებ სკოლის ამბებს.
მუსიკები თინეიჯერთათვის ცალკე პრობლემაა, ამითაც წარმოიქმნება ბულინგი.
ძალიან მიკვირს საქართველოში სხვისი შეხედულების არ დანახვა, მაგრამ იმისთვის, რომ შენ არ დაგამცირონ. მაგალითად მე პირადად მამცირებდნენ.”აუ, გიორგი რა სისულელე მუსიკებს უსმენ!”-(იცის მან ვისზეც ვამბობ)
ამიტომ დავიწყე ისეთი მუსიკების მოსმენა, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ ყური შეეჩვია.
უნდა მოუსმინო:
Обманула,
Дикий яд, 2019 Премьера
Френдзона
Дикая львица
Сомбреро-და მრავალი.
ასევე ინგლისური მუსიკები: YOUR BODY და ათასობით სხვა მუსიკები.
სანამ სკოლის ცხოვრების აზრზე მოვიდოდი, ძალიან მიყვარდა descendant-ის და marty brapps-ის მუსიკები, ასევე alan walker-ი და მრავალი სხვა. ვიღაცამ, რომ შემთხვევით ნახოს, რომ ამათი მუსიკები მაქვს სიცილით გაგჯებიან.
კლასიკურ მუსიკაზე ლაპარაკი ზედმეტია, დიდად არ მიზიდავს და არც ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებსაც. მაგრამ უჟმურ ხასიათზე მოსმენა კარგია.
ტელეფონი:
აუცილებლად უნდა გქონდეს, samsung ან iphone. სხვა დანარჩენი ე.გ. “noob” ქგონიათ.
მანამდე ტელეფონის ბრენდებზე ვილაპარაკე, ახლა ტანისამოსზე.
უნდა გეცვას ბრენდული ფეხსაცმელი და აქსესუარები, მაგრამ არსებობს სკოლები, რომლებსაც სკოლის ფორმა აქვთ და მოსწავლეები ქარ-ცეცხლში არიან. მაგრამ ჩვენს სკოლაში ფორმები არ გვაქვს და დავდივართ იმით რაც გვაქვს.
ფორმებზე კიდევ ცალკე დავაა სკოლებში, მე კი როგორც “სხვისი აზრის მსმენელი” არ ვიცი, რომელს დავუჭირო მხარი.
ფეხბურთი და მუსიკოსები:
მოდით დავიწყებ მუსიკოსებით. ვიღაცას საერთოდ ინგლისური მუსიკები მოსწონს, ზოგს რუსული, ზოგს ჩინური…ჯაზი, კლასიკური და ათასი განხეთქილება ამდენ განსხვავებულ მუსიკალურთა კლასში. მე კი, როგორც მოგახსენთ შუაში ვარ.
ფეხბურთელები-მესი და რონალდო. კიდევ სხვა დიდი პრობლემა. ერთი ჩემი კლასელი მესის ფანია, მეორე რონალდოსი. ყოვედღე ჩხუბი მოსდით ერთმანეთში. თქვენ წარმოიდგინეთ, მესი და რონალდო კარგი მეგობრები არიან, ერთმანეთს ესალმებიან და ყველაფერი რაც ერთი პროფესიის ადამიანებს უნდა ჰქონდეთ.
პოსტი ვნახე სადაც ეწერა, რომ “მე და მესი არასდროს ვყოფილვართ მეტოქეები, ჩვენ უკვე 12-13 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ჩვენი მეტოქეობა, მხოლოდ მედიის მოგონილია.” მესი და რონალდო ასეთი მეგობრულები არიან ერთმანეთის მიმართ და მათი ფანები კი ერთმანეთს სისხლს უშრობენ.
მე პირადად არც ერთს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ისინი ორივე ძალიან მიყვარს. ვინმემ რომ დამისვას შეკითხვა მესი გირჩევნია თუ რონალდოო, მე ამ შეკითხვას ცხოვრებაში ვერასდროს გავცემ პასუხს. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ რონალდო და მესი ხელის თითებივით მიყვარს, რატომ? იმიტომ, რომ რომელიღაცა, რომ მომჭრა ერთნაირად მეტკინება. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე თანაბრად მიყვარს.
ჩემი აზრით რონალდო და მესი ისეთი ადამიანები არიან, რომლების ისტორიაში დიდ კვალს დატოვებენ, რადგან მათი წარსული და ამდენი მიღწევები, თინეიჯერს, რომელიც სამყაროს ახლა აღიქვამს და გადაწყევეტილებას იღებს თუ ვინ უნდა იყოს მომავალში, სწორედაც რომ მესის და რონალდოს წარსული აძლევს მას სტიმულს, რომ გახდეს ის ვინც მას თავად სურს. იფრინოს ცაში ისე, რომ არ ჩამოვარდეს. ჩემთვის ისინი გმირები არიან, მაგრამ ბავშვობაში ამას ხმამაღლა არ ვამბობდი და ახლა როდესაც გამოვიარე ბავშვობა, თინეიჯერობა…ახლა წლების შემდეგ ვამბობ, რომ ისინი გმირები არიან! რომელებიც არ დანებდნენ და საწადელს მიაღწიეს.
პოლიტიკა:
ბავშვებს ეუბნებიან პოლიტიკა საშენო საქმე არ არისო. აბა ვისი საქმეა? მე ვარ ქვეყნის მომავალი, თითოეული ადამიანია თავისი ქვეყნის მომავალია. თუ ჩვენ არ ამოვიღეთ ხმა, დედები და მამები უკვე შეჩვეუნი არიან ამგვარ მართველოსბას.
მაგრამ, როგორც ყველაფერი, ისე შევეგუე და ხმას არ ვიღებ…იმაზე, რაც უნდა დავიყვირო. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ყვირილი და აბჯარი არაფერს შეცვლის, არამედ კალამი და ორიოდე სუფთა ფურცელი გადააჩენს საქართველოს.
facebook კომენტარები