fbpx

დეკემბერი

0

ეს დეკემბერიც ფაფუკად რბილი,

ისევ აგრძელებს დღე და ღამ თოვას…

თუ შენ მაკოცებ, ვიცი, რომ თბილი

შენი ამბორი გამითბობს ლოყას.

შენი სხეული მომიხმობს მორცხვად

და შევერწყმევით ერთმანეთს ყოვლად.

ჩვენი სხეული, თბილი ბაგები

მუდამ, რომ გვთხოვენ საამო კოცნას…

ჩაღვრილ ნიაღვრად მექნება თხოვნა,

რომ შენ შეგიგრძნო, სულით და ხორცად…

როდესაც ვიგრძენ საამო გრძნობა

მე მიგიჩნიე, შენ გულისწორად,

გამოგიცხადე ურყევი ნდობა

და დაგიჩოქებ ერთგული მონად.

ეს დეკემბერიც ნაცრისფერ ნისლში

ისევ მომიტანს ფიფქების გროვას,

მე შენს ნაკვალევს დაბურულ ნისლში

მოვყვები ახლოს, ფიქრებით შორსაც

და თუ, ნაკვალევს გაკვალავ დღისით

ვფიქრობ,… მე შევძლებ შენამდე მოსვლას…

და მყინვარები შემოვლო ფეხით,

რომ შენ გიპოვო როგორმე ცოცხლად

და გულდამწვარი გიამბობ როგორ,

როგორ შევძელი მე შენი პოვნა.

                                ავტ: ნინი ლომიძე    

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!