fbpx

იქ, სადღაც, ჩემთვის უხილავ მხარეს

0

იქ, სადღაც, ჩემთვის უხილავ მხარეს, 

ცის სევდიანი თვალებიდან მოფრინავს ცრემლი,

ფრთებს არხევს, თითქოს არ უნდა გაჰყვეს 

იმ საზარელი სამყაროს ზღაპრებს 

და მისი პატარა ნაწილი გახდეს.

არ სურს, რომ გაქრეს ფერებით მორთული ნაცრისფერ ზღვაში,

და შეუერთდეს მრისხანე ტალღებს , 

ტკივილისგან დახლართულ კლდეებს სევდას რომ აფრქვევს. 

მას უყვარს ფრენა, მას მღერა უყვარს, 

გულის სიმებს რომ წკრიალით ანთებს , 

სიოც კი ისმენს მის ლამაზ ჰანგებს,

მას ეცეკვება მოხტუნავე სხივები ბალეტს,

თითქოს მეჯლისი გაიმართა 

იქ, სადღაც, ჩემთვის უხილავ მხარეს. 

მაგრამ რა ხდება?! სად გაქრა ყველა?!

სად არის სიო, ჰანგები , ფრენა,

აღარც ფრანები მიჰქრიან ნელა,

ქარი, სხივები,  სად გაქრა ყველა?!

მხოლოდ ღრუბლები ცარიელ საზღვრებს, სიბნელით ავსებს,

მხოლოდ დუმილი ამ ზღაპრის კარებს ხმაურით აღებს, 

დაბრულ ზღვაში, ნაზად ვარდება ციმციმა ცრემლი,

დაბურულ ტალღებს ახსენდება ტკივილი ძველი,

კვლავაც ყვირილით იმოსება მდუმარე ველი, 

ცრემლი კი ასე, უბრალოდ ქრება,

იქ, სადღაც, ჩემთვის უხილავ მხარეს.  

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!