fbpx
0

,,ადამიანს ისე სწყურია თავისუფლება, როგორც ლოთს არაყი”
ერიხ მარია რემარკი
ღამე იყო, როდესაც ფოსტალიონმა ჯარში გაწვევის წერილი მოიტანა.

მაშინ სავსე მთვარე იყო, მგლის ყმუილი მთიდან ოდნავ ეხებოდა ყურს. კარზემოულოდნელმა ბრაგუნმა შემაღვიძა რომელიც ფოსტალიონის მიერ იყო გამოწვეული. მან საჩქაროდ გადმომცა წერილი და ცხენით ბარისკენ გაეშურა. წერილი მაგიდაზეგავდევი და სოწოლისკენ გავწიე. გზად ავანტყოფ დედაჩემს გავუარე, შუბლზევეამბორე და საწოლში ჩავწექი ძილს მივეცი.
დილით მამალმა მოულოდნელად გამარვიძა, აღარც კი მახსოვდა წერილის შესახებ. ჩავიცვი და შეშის დასაჭრელად ეზოში გავედი. საქმის დასრულების შემდეგ კიწერილი გავხსენი, რომელშიც ეწერა, რომ გამოვცხადებულიყავი სამხრდრო ბაზაზე, ხვალ 17:00-ზე. ამ ამბის გაგების შემდეგ დიდად არ გამხარებია, მაგრამ სასწრაფოდბარგის ჩალაგება დავიწყე. ამის შესახებ ოჯახს გავაგებინე რომლებიც ტრაგიკულადშეხვდნენ ჩემი ჯარში წასვლის ამბავს. დრო იყო მიმაცილეს მატარებლამდე დაგულიანად დავემშვიდობე. 
მგზავრობა 4 საათს გაგრძელდა, როდესაც მივედი ბაზაზე ექიმს გამასინჯეს დანახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ, 1992 წლის 11 ივნისს ჩამრიცხეს ჯარში. ისეგამიხარდა, თითქოს უნივერსიტეტში ჩავირიცხე ,ან რაიმე დიპლომი გადმომცეს. არვიცი ჩემი სიხარული რის გამო იყო გამოწვეული, თუმცა ერთს ვხვდებოდი, რომ ჯარშიკარგი დღე არ მელოდა.

იმ დღესვე ამიხსნეს წესები, რომ 5:00 ზე უნდა გამეღვიძა და 30 წამში სარბენად მზადუნდა ვყოფილიყავი…

ახალწვეულთა დანაყოფში გადამანაწილეს სადაც ერთი ადამიანის გაცნობა ძლივსმოვასწარი. მას გიორგი ერქვა რომელსაც მოგრძო წვერი ამშვენებდა, მისი ცხვირინამგალივით მოღუნული იყო, ხოლო წარბები არწივივით დახრილი ჰქონდა. 
საწვრთნელ ველზე პირველად დავიჭირე საომარი იარაღი, აქამდე მხოლოდსანადირო იარაღი მქონდა გამოყენებული. კარგი მსროლელი გამოვდექი 10 დან 9-სმაინც ვარტყავდი. როცა გიორგი სამის გარტყმას ძლივს ახერხებდა. 
ჯარში შევისწავლე: ყუმბარის გამოყენება, ტანკის მართვა, საბრძოლო ტრქნიკა, საბრძოლო სტრატეგია და ასე შემდეგ…
დადგა 14 აგვისტო, როდესაც აფხაზეთმა ომი წამოიწყო.მას გვერდში ამოუდგნენ: რუსეთი, კავკასიის მთიელ  ხალხთა კონფედერაცია და კაზაკები ბაგრამიანისბატალიონი.
მე და გიორგი სხვადასხვა რაზმში გაგვანაწილეს. სწორედ ამ დღეს ჩაგვაცვესფორმები დაგვირიგეს იარაღი და ჩაფხუტები მოგვარგეს.
პირველი შეტაკება მტერტან სწორედ ამ დღეს მოგვიხდა. შეტაკების დროს ჩვენ-ჩვენიადგილი დავიკავეთ და სწორედ მაშინ მოვკალი პირვრლად კაცი. გასროლის შემდეგთითქოს მეც მასთან ერთად მოვკვდი, წარმოვიდგინე მისი იჯახი თუ როგორგანიცდიდა ამ ამბავს და ამ ამბის მიზეზი სწორედ მე ვიყვი. თუმცა მალევეგავაცნობიერე, რომ ომში ვიყავი და სამშაობლოს ვიცავდი, ხოლო სამაშობლოსდასაცავად ყველას გამოვფატრავდი ყელს ვინც მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა! ხალხის ხოცვას ის ფაქტიც მიადვილებდა, რომ მათაც სურდათ ჩემი მოკვლა. სწორედამ ომის ჟინმა შემინარჩუნა გამბედაობა.

ვიცოდი, რომ მე როგორც ვჟღლეტდი მათ ისინიც ისე კლავდნენ ჩემი ერის შვილებს. ამიტომაც ყოველთვის ველოდებოდი ტყვიას და მზად ვიყავი სიკვდილისშესახვედრად.

მაშინ მივხვდი თუ რაიყო ჭეშმარიტი თავისუფლება, როდესაც ვხედავდი მტრისზურგს, გამარჯვების საოცარი გრძნობა შემიბყრობდა და ბედნიერების ზღვაშიგადავეშვებოდი. სწორედ ამ დროს ჩემს თვალწინ იდეალური პეიზაჟი იშლებოდა, ზუსტად ამ დროს ვიყავი თავისუფლებით აღსავსე.
1993 წლის შემოდგომამ მომიკაკუნა. მანამდე რამოდენიმე შეტაკებაში მივიღემონაწილეობა, სადაც მტრის სისხლი პეშვებით შევსვი. 16 სექტემბერი იყო როდესაცსოხუმს ვაკონტროლებდით, ხოლო შეთანხმება გვქონდა მტერთან, რომ იერიში არგაენხორციელებინა, სამაგიეროდ ჩვენ არტილერიას გავიყვანდით სოხუმიდან, მაგრამ მტერმა შეთანხმება დაარღვია და 16 სექტემბერს მტრის მოულოდნელთავდასხმას მოუმზადებლად შევხვდით. სამარეში იმ დღეს ბევრი გავუშვი, მაგრამარც მე დამინდო მტერმა. ჩემს წინ დავარდა გახსნილი ყუმბარა. 

წამით შიშმა ამიტანა, მისი დანახვისას მთელმა ცხოვრებამ წამაში თვალ წინჩამიარა. თვალები გავახილე და სიკვდილის ვნებით დატყვევებულს უსაზღვრობედნიერება ვიგრძენი და კვლავ დავინახე იდეალური პეიზაჟი. ომის ტკივილი დამწუხარება ნანატრ შვებად მომეჩვენა.ყუმბარის გახეთქვამდე უკიდეგანოდთავისუფალი ვიყავი, რადგან ვიცოდი გვამების ნაცვლად ანგელოზებს უნდაშევხვედროდი ცაში.

სწორედ ამ გრძნობით შევხვდი სიკვდილს.

იმ დღეს ორი რაღაც დავკარგე: სული და სოხუმი.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!