ბედისწერის გამოძახილი [?]

0

ავტორის შენიშვნა: ეს ლექსი ორი თვის წინ მომასმენინა მეგობარმა და [თითქოს] მაშინვე ჩემმა შინაგანმა ხმამ ადრინდელი, თაროზე შემოდებული [ძველი] იდეა გადმოიღო და იქამდე არ მომასვენა სანამ ეს #ამბავი და #ისტორია არ მოვყევი.

მანქანის ნაცნობი ღმუილის გაგონებაზე, კაცმა თოხი შეაჩერა, მარჯვენა ხელით დაეყრდნო მას, მარცხენათი კი ქუდი შეისწორა და მკლავით ოფლი მოიწმინდა. თოხი სხვა სამუშაო იარაღებთან მიაგდო, ცივი წყლით სახე და ხელები დაიბანა, შეიმშრალა და ხმას მიჰყვა. ჩიხს როგორც კი გასცდა სახე გაუნათდა. ნაცნობ მანქანასთან ერთად ნაცნობი ქალიც შეამჩნია მასში. ნელი თანაბარი ნაბიჯებით დაიწყო კაცმა მანქანისკენ სვლა, რა დროსაც ქალი გადმოვიდა მანქანიდან, როცა მანქანის კარი მიხურა რამდენიმე წამით შეყოვნდა იქვე , თუმცა შემდგომ გამოხედა რა კაცს სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო მისკენ სვლა. კაცი შეყოვნდა, ბოლოს შეჩერდა.

– აქ რას აკეთებ? – კითხა გახარებულმა. ქალი მოსახვევად გაიწია, თუმცა კაცმა უკან გადადგა ჯერ ერთი, შემდგომ მეორე ნაბიჯი, ჯერ საკუთარ გაუხეშებულ ხელებს დახედა, მერე ქალს მიაცქერდა, თვალებში.

– გაგეფრთხილებინე მაინც, მთელი დღეა ვმუშაობ, ოხშივარი ამდის. – უთხრა კაცმა მისი ქმედების გასამართლებლად. ქალმა გაუღიმა, მისი ხელები საკუთარში მოიქცია, შემდგომ გაუშვა და მჭიდრო მოეხვია კაცს.

– რა თქმა უნდა, მიხარია შენი ნახვა, მაგრამ არ მგონია, ამდენი ხნის შემდგომ უბრალოდ ჩემს მოსანახულებლად გამოგევლო – უთხრა კაცმა და მათ შორის მანძილი ერთ ნაბიჯამდე გაზარდა.

– ანუ, ასე უბრალოდ ძველი მეგობრის მონახულება არ შეიძლება, არა?! – უპასუხა ქალმა ფიქტიური ბრაზით.

– არ მეტყვი აქ რამ მოგიყვანა? – უთხრა კაცმა ოდნავ ბრაზის ტონით, ქალმა საკუთარ ხელებს დახედა, თითებს დაუწყო თამაში, მთელი გზა ამის სათქმელად გამოიარა ახლა კი სიტყვებს ვერ უყრიდა თავსს თუ როგორ ეთქვა. ისევ კაცი გამოესაუბრა.

– სკოლა დიდი ხნის წინ დავასრულეთ, უკვე აღარა ვართ ბავშები, უბრალოდ პირდაპირ რატომ არ მეტყვი სათქმელს?! – თქვა კაცმა და ამოიხვნეშა

– ვთხოვდები… – უთხრა ქალმა, არსაიდან თავდაჯერებულობა ეწვია და კაცს შეხედა თვალებში -… და არ მინდოდა ეს სხვისგან გაგეგო.

– გასაგებია

– მე უბრალოდ …

– ვიცი, მესმის

– მე …

– ეგეც ვიცი და მესმის – კაცმა ოდნავი შეყოვნების შემდგომ გააგრძელა

– გილოცავ, მართლა და მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას – გულწრფელად გაუღიმა ქალს და თავისი გაუხეშებული მარჯვენა ხელი შეახო მის [ქალის] მარჯვენა ბეჭს

– შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ – მარჯვენა ხელით ის თმის სამაგრი მოიხსნა, რომელსაც გულის ჯიბით ატარებდა განშორების შემდგომ, ყოველ დღე.

– მგონი ეს მე აღარ მეკუთვნის – უთხრა კაცმა და ქალის წლების წინ ნაჩუქარი თმის სამაგრი მის ხელებში ჩადო, კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა და უკვე შებრუნებას აპირებდა, როცა ქალმა კითხა

– არც კი მკითხავ ვის მივყვები?

– ყველაზე იღბლიან მამაკაცს მთელს დედამიწის ზურგზე – უთხრა კაცმა

– ახლა კი უნდა დაგტოვო, სასწავლო წელი უკვე იწყება და ხომ იცი რამენი რამ დასჭირდებათ გოგონებს, უნდა წავიდე და ვიმუშაო

– შენი ძმა შენით იამაყებდა – უთხრა ქალმა და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. – ზურგი აქცია ქალს, როცა შებრუნდა, თუმცა მის ამ ერთ თითქოს უბრალო მოძრაობას, მისი მთელი თავდაჯერებულობა, მამაკაცურობა და ვაჟკაცობა დაჭირდა.

კაცმა თოხი მოიმარჯვა ისევ, მანქანის ნაცნობი ღმუილი მოესმა უკანასკნელად [?] მისი გარდაცვლილი უფროსი ძმის გოგონების სახელებს იმეორებდა და თან ისე აგრძელებდა მუშაობას, სწორედ მათ გამო მოუწია ქალზე უარის თქმა წლების წინ, მაშინ როცა გოგონების მეურვეობა საკუთარ თავზე აიღო.

დასასრული [?]

24.09.2020

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!