სიგიჟის ზღვარს.

shutterstock_791410501
0

ჰო მე არ ვარ მწერალი მაგრამ ვწერ!  ახლა მოგიყვები ერთ მარტოსულ გოგოზე. ის დაიბადა 2002 წლის, 11 იანვარს. დედ-მამა ნაადრევად გაშორდნენ რაღაც მიზეზების გამო, ბავშვს კი დედა , ბებია, დეიდა და ყველას შეჰქონდა მის აღზრდაში წვლილი. მამა დაიჭირეს ქურდობაზე,, შემდეგ ციხეში დაავადდა და გარდაიცვალა. მას არც კი ახსოვს მამის სახე, მისი სურნელი, ჩახუტება, მისითვის ნათქვამი მამა ან მამისგან ნათქვამი შვილო. მიუხედავად იმისა, რომ მას სითბო და სიყვარული არ მოკლებია, შინაგანად სულ ჰქონდა განცდა უმამობის. დედა მეორედ გათხოვდა, ამჯერადაც არ გაუმართლა, მისი მეუღლეც გარდაიცვალა, მეორე გოგო შეეძინა. ქმრის ოჯახმა ბავშვი მოითხოვეს, დედა იმდენად გამოუცდელი და პატარა იყო, რომ მას ბრძოლა უბრალოდ არ შეეძლო. ოჯახი მოსვენებას არ აძლევდა. მაზლი დაჟინებული თხოვნით და დაძალებით ცდილობდა, მისი ძმის დატოვებული პატარა გოგო მათ აღეზარდათ. ჯერ კიდევ პატარა უსუსური გოგო, ხედავდა დედის შიშსს, ხედავდა როგორ ძალადობდა მის ოჯახზე მამინაცვალის ძმა. მამინაცვალი ძალიან უყვარდა, , დღემდე ახსოვს მისი სითბო. ყოველ დღე შიშში ატარებდნენ, რომ ერთ დღესსაც, შესაძლოა მოსულიყო ის და ბავშვი წაეყვანა. ერთ დღეს დედა დანებდა და ბავშვი მათ გადასცა. დარჩა პირველი გოგო. იცი შენ ის ხარ, ვისთანაც თავისუფლად შემიძლია ძალიან დიდი ისტორიის მოყოლა თუმცა შემოკლებით.ძვირფასო  დღიურო შენთან შემიძლია ყველა ტკივილის, სიხარულის, ბედნიერების აღწერა დეტალურად. შემდეგ ამას ვიღაც წაიკითხავს ალბათ, ზოგიც დაიზარებს და უინტერესოდ ჩათვლის ამ ყველაფერს.

  ბინა არ ჰქონდათ ამიტომ ქირით ცხოვრობდნენ. ბინა ბებიამ მაშინ გაყიდა როცა მათ ოჯახში პირველი შვილიშვილი შეეძინათ, სამშობიაროს გადასახადი და ვალები ჰქონდათ.ოჯახი არაფერს აკლებდა ბავშვს, ყველა დღემდე იხსენებს, პატარა ცანცარა გოგოს,  წითელ ფურფუშელა კაბაში გამოწყობილს. პირველად სკოლაში რომ შევიდა და მარტო დატოვეს ტირილი დაიწყო, წინა ღამით სკოლაში წასვლამდე ლექსს ასწავლიდნენ, ვერ იმახსოვრებდა ყველაფერს პირიქით ამბობდა. ბაბუა გაუბრაზდა დატუქსა და კუთხეში დააყენა. მეორე დღეს სკოლაში წაიყვანეს უცხო გარემო იყო მისთვის სრუალიად, ზარის ხმა კივილ-წივილით მიმოფანტული მოსწავლეები.  კლასში შესული ხედავდა ბავშვები როგორ ყვებოდნენ ლექსებს, ბოლოს მისი ჯერი დადგა იმის მიუხედავად რომ წინა ღამეს ბევრი იწვალა და ვერ იმახსოვრებდა, ამის გამო კი კუთხეში იდგა, ლექსი სრულყოფილად ჩააბარა მასწავლებელს. დეიდა და ბებია შშმ პირია. დედას ნერვოზი აქვს მისი წარსულიდან გამომდინარე, ჰო ასევე მას პატარა ძმა ჰყავს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს, იმის მიუხედავად, რომ სულ ჩხუბობენ.

  მას შეხვედრია ყველა სახის ადამიანი, შეხვედრია კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი ადამიანები. შეხვედრია, პედოფილებით აღსავსე საზოგადოება, მას უნახავს, ქუჩაში მოზასავე ადამიანები, სექსზე დახამებული საზოგადოება. მხოლოდ გართობის მოყვარული საზოგადოება, უნახავს დედიკოს ბიჭები, მამიკოს ხარჯზე მცხოვრები გოგო, ბიჭები. უნახავს ქუჩის ბიჭები, გამოსირებული იდიოტიზმით აღსავსე საზოგადოება, შეზოფრენიით დაავადებული საზოგადოება, უნახავს მარტო დარჩენილი ადამიანები, ყველასგან გარიყული და სითბოს მონატრებული ადამიანები. მაგრამ ვერ ნახა მასსავით მარტოსული და ამავდროულად ძლიერი საზოგადოება, ყველაფრის მიუხედავად მყარად იდგა და აგრძელებდა ცხოვრებას.  მამაკაცები მასში დღემდე სექსის წყაროს ხედავენ, მათ არ აინტერესებთ სულიერება, მათ არ იციან მისი წარსულის ერთი დეტალიც კი. მას უნახავს  არაფრის მცოდნე, ამპარტავანი საზოგადოება, ყბედობისგან დაქლიავებული საზოგადოება, სხვისი ცხოვრებით მცხოვრები საზოგადოება, იგი ყველასგან განსხვავდება, სხვა გოგოები როცა საღამოს ერთობიან სამეგობროსთან ერთად, ის ოთახში ზის და დღემდე ფიქრობს, ფიქრობს ცხოვრებაზე, ფიქრობს მომავალზე, მისი ფიქრები ძალიან ღრმაა, ჰო შენ ახლა გიყვები მისი წარსულის მოკლე ისტორიას და აწმყოს.

   მახსოვს მისი რამდენიმე დღე. დღე სიკვდილის  მოლოდინში, იგი ელოდა სიკვდილს, იწვა და ტიროდა ჩაბნელებულ ოთახში, ეშინოდა სიბერის, თითქოს ყველაფერი დასრულდა, სრულიად შეიშალა,  მისი ყვირილი მთელ უბანს ესმოდა, ოჯახი კი ვერ ამშვიდებდნენ,  ელოდებოდა ადამიანს რომელიც დაეხმარებოდა, თუმცა მისი დახმარება არავის შეეძლო, ფილმებს უყურებდა, დღემდე უყურებს ოღონდ საშინელებათა ჟანრს. თავიდან ეგონათ რომ ფილმის ბრალი იყო, დღემდე ასე ფიქრობენ, ფსიქოლოგთან მიიყვანეს თუმცა ამაოდ. მას სიკვდილის ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე წარსულის მატარებელი იყო, მას ეშინოდა და დღემდე ეშინია სიკვდილის. სუიციდზე უფიქრია, თუმცა ვერ შეძლო. მისი ცხოვრება სხვა ადამიანების ცხოვრებას არ ჰგავს, დაქალდა თუმცა ის დღემდე, პატარა მეოცნებე გოგოა, რომელსაც დიდი იმედი აქვს რომ ყველაფერი ერთ დღეს შეიცვლება. მას აქვს, თავისი სამყარო, სამყარო სადაც მარტოა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!