https://pin.it/6HImxNo

არასწორი მელოდია.

რა ვქნა? ამ ნაცრისფერ სამყაროში მხოლოდ მუსიკა მაძლევს სითბოს. მხოლოდ მუსიკის მოსმენის დროს, მახსენდება ის ადამიანი, რომელმაც მიმატოვა. უბრალოდ მიმატოვა და წავიდა. ყოველდღე მუსიკით მძინავს, მუსიკით ვდგები. როცა მასთან ერთად ვიყავი, ვიცოდი რომ არასწორ მელოდიას ვუსმენდი. მაგრამ ერთი რაღაც არ უნდა დამავიწყდეს, არასწორია თუ სწორი, ყველაფერს დასასრული აქვს. ეს მელოდია დამთავრდა. მელოდია დამთავრდა და ისიც წავიდა. ახლა მოგიყვებით როგორ დავამთავრე ჩემს მიერ დაწერილი მელოდია: 

”ვზივარ ყვითელ ავტობუსში და ვუსმენ ჯონ ლეგენდის ახალ სინგლს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მას დავინახავდი. როცა ჩასვლა დავაპირე, დავინახე ვიღაც უცხო. უცხო, რომელმაც წასვლის დროს მხოლოდ ‘აღარ მიყვარხარ’ მითხრა. იჯდა და ისე მიყურებდა, თითქოს ცხოვრებაში პირველად მნახა. ახლოს მივედი, რადგან სიმართლის გაგება მინდოდა. მხოლოდ ერთი რამე მაინტერესებდა. რატომ წავიდა?რატომ? რამდენიმე წუთში ყველაფერი გავიგე. ამ უცხოს გვერდით იჯდა გოგონა და ხელჩაკიდებული იჯდნენ.ალბათ ამისთვის დამტოვა და ნება არ მომცა, დამესრულებინა ის მელოდია, რომელიც მასთან ერთად დავწერე…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!