გაზაფხული უსათუოდ მოვა

Comments

ტოტის ძირას შეფუზული ჩიტი

სარკმელს იქით სითეთრე და თოვა

არ შეშინდე საყვარელო არა

გაზაფხული უსათუოდ მოვა…

თვალზე ცრემლი,მოგონება მწველი

ქუჩის ბოლოს ლანდები და ლოცვა

გაყინული ხელები და სული

გადაღლილი თვალები და გლოვა

ოცნებების გამოკეტვა გულში

უგულო და უალერსო კოცნა

თეთრი ფიფქი,სევდიანი ფიფქი

და ვარდების ჩამომჭკნარი კონა

სიბნელეში არეული გზები უსიცოცხლო არსებობა,ყოფა…

გტკივა? გიჭირს?,არ დაეცე სულით

ხვალ ინათებს,სიხარული მოვა…

ცრემლიანი,ნამიანი სახე

სიმძიმე და უსასრულო ბოდვა

დამძიმება ყველანაირ ცოდვით

საკურნებლად პოეზიით თრობა..

ბილიკებზე ხეტიალი მარტო,

განა მართლა შეგაშინა თოვამ?

არ დანებდე,უნდა დაიტანჯო

რომ შეიგრძნო სიხარულით ტკბობა..

ტოტის ძირას შეფუზული ჩიტი,

სარკმელს იქით სითეთრე და თოვა,

არ დაეცე საყვარელო,არა

გაზაფხული უსათუოდ მოვა…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!