წვიმს…
მზიანი ,ცხელი და მოგუდული დღე წამიერად შეცვალა ჯერ კიდევ ქარის მოტანილმა სადღაც წვიმისაგან დასველებული მიწის და ჰაერის სუნმა… და შენ გრძნობ.. ეს სუნი რომელიც სიგნალს გაძლევს- “გამოფხიზლების დროა”, რომელიც ფილტვებს ეუბნება მოემზადეთ მალე ეს დიდი რაოდენობით უნდა შეისრუტოთ და შეიგრძნოთო. და ამ ყველაფრის გააზრებას ვერც კი ასწრებ,რომ გესმის. წვიმის ხმა-ალბათ ასეთი ხმა აქვს შენკენ მომავალ ბედნიერებას.. თუმცა არა მხოლოდ შენკენ.. მიწასაც ძალიან უხარია, შენს წინ რომ მშვენიერი ხე დგას რომლის სიმწვანითაც თვალს ატბობ,მასაც ძალიან გაუხარდა წვიმა. და ის აქ არის.. შენ გესმის, უკვე ღრმად შეისუნთქე ახალი,გრილი ჰაერი რომლის გამოც წვიმის მადლიერი ხარ; შენ ხედავ.. ხედავ ქარისა და ღრუბლების დიდი ძალისხმევით მზე როგორ მიიმალა ცოტახნით და ხედავ თითქოს მოქუფრულ ცას მაგრამ მზის მცდელობა,რომ სხივი გამოაძვრინოს,გაგაღიმებს. და შენ იღიმი..იღიმი რადგან ბედნიერებას ხედავ ცაზე როცა ამჩნევ მზის სხვისა და წვიმის წვეთების თამაშს, იღიმი რადგან მთელი სხეული შიგნიდან სავსე გაქვს ამ გრილი ბედნიერებით და ეს თითქოს ხელახალ დაბადებას ჰგავს.. და ბედნიერების სრულყოფისთვის მასთან შეხება გჭირდება და წვიმასთან პირისპირ შესახვედრად გადიხარ.
ბედნიერებაა…
მხოლოდ შენ და წვიმის წვეთები შუა ქუჩაში..ხელებგაშლილი დგახარ და მომღიმარი სახე ზეცისკენ მიგიშვერია,თითქოს ერთი წვეთიც კი არ გინდა რომ გამოგრჩეს.. თითქოს მხოლოდ შენთვის წვიმს..იმისთვის რომ შენ გეგრძნო და გინდა თითოეული წვეთს მანამდე შეეხო სანამ მიწაზე დაეშვებიან. ტრიალს იწყებ, ეს თავისთავად და გაუაზრებლად ხდება თითქოს წვიმასთან ვალსის ან ტანგოს ცეკვა გადაწყვიტე,თუმცა რა გასაკვირია?! სიყვარულს უხდება ცეკვა და შენ ეს იცი. წვიმაში მარტო მოცეკვავე ადამიანს თუ დაინხავ უკვე იცი, ეს იმიტომ რომ წვიმამ მას სიყვარული მოუტანა,ისევე როგორც შენ-ადრე.. ძალიან დიდი ხნის წინ მაგრამ ჯერ კიდევ გახსოვს..
საქანელაზე იჯექი და ცდილობდი მაქსიმალური სიმაღლისთვის მიგეღწია,თითქოს ცდილობდი ბუნებას სამუდამოდ შერწყმოდი,ყოფილიყავი ცაშიც და დაშვებისას მიწაც მყარად გეგრძნო..გინდოდა სამაყაროსთვის გული გაგეხსნა და მზად იყავი მთელი გალაქტიკა ერთ მუჭისოდენა გულში ჩაგტეოდა..მზად იყავი ვარსკვლავისთვის შეგეხედა, თითი მისკენ გაგეშვირა,წონასწორული მდგომარეობიდან მაქსიმალურად გადახრილიყავი,თვალები დაგეხუჭა და წარმოგედგინა თითქოს იმ ვარსკვლავზე გაფრინდებოდი.. იქნებ ასეც მომხდარიყო თვალი მოულედნელი წვეთის გამო რომ არ გაგეხილა.. და ეს ყველაფერი ისე უცებ მოხდა არც კი გიფიქრია საქანელა გაგეჩერებინა.. წვიმაში სრულებით დასველდი, თმის ყოველი ღერი გასაწურ სარეცხს გავდა მაგრამ ამაზე ვერ ფიქრობდი რადგან იმ დროს დედამიწას არ ეკუთვნოდი,არც იმ ვარსკვლავს ცოტახნით ადრე რომ ლამობდი მიღწევას, არც მთვარეს რომლის უცნაურ ღიმილს ღრუბლის მიღმა მაინც ამჩნდევდი.. ეს არც ასტრალი იყო..სინამდვილეში შეიძლება ყველაფერი ერთიანად იყო რადგან უგანზომილებაში ამოყავი თავი, გონზე მოსვლის მერე გადაწყვიტე რომ ამ უცნაურობას სიყვარული ერქვა,რომ საქანელის გაჩერებისას გულის ცემა ჩვეულებრივ არ გქონდა აჩქარებული,არც შენელებული..ამ დროს გული ან შეუსვენებლად გიცემდა ან კიდევ მთლიანად გქონდა გაჩერებული თუმცა ფაქტი იყო დარწმუნებით შეგეძლო გეთქვა რომ შეყვარებული იყავი, იმ დროს გულში მხოლოდ ერთი განსაკუთრებული ადამიანი კი არა სწორედაც რომ მთელი გალაქტიკა ჩაიტიე,თუმცა ამ სამყაროებს შორის სივრციდან მაინც იმ ერთის გამო გიცემდა გული ასე… შენ მიხვდი რომ გიყვარდა ის კაკლის ხეც კი რომელსაც ბავშვობაში თავი ძლიერად მიარტყი და შემდეგ ისე შეიძულე თითქოს მისი ბრალეულბა იყო, და დიახ… ისიც კი გიყვარდა შეგეძლო მისულიყავი ჩახუტებოდი და გეთქვა შეყვარებული ვარ,მზად იყავი თავაწაეულს ბოლო ხმაზე გეყვარა ეს სიტყვები სინანულის გარეშე და დაგეწყო ხტუნვა ტალახიან გუბეებში ანდაც ცეკვა დაგეწყო…
ახლაც ცეკვავ რადგან ეს ყველაფერი გახსოვს,რადგან იცი წვიმას ყოველთვის სიყვარული,სიცოცხლე და ბედნიერება მოაქვს.. და მე გხედავ.. გხედავ წვიმისგან დასველებულს,გაცოცხლებულს,ბედნიერს და შეყვარებულს!!!
