მიტოვება

Comments

წუხელ ნატვრისხიდან შენზე ნანატრი სურვილები ჩამოვხსენი,

გამთენიისას შენი თავი უცნობებმა გამომგლიჯეს და ცივი სხეულის გარდა ჩემს ხელებს არაფერი ყინავდა მწველ ზაფხულში.

შენ ვერ წახვიდოდი ვიცი შემიცვალეს შენი თავი ამ გაყინული სხეულის ნაცვლად.

ვისთან მიგიყვანეს ჩემო ერთადერთო შენხომ უცნობების ძლიერ გეშინია

რავქნა რომ პირჩახეული ადამიანების ყვირილი სასმენ ნიჟარამდეც კი ვერ აღწევენ

უუნაზესი ფერი დაგკრავს ახლა ივლისის ცას და გულმოდგინედ გეგებებიან ღრუბლებს შემომჯდარი თეთრი ანგელოზები ცაზე.

ჩემი ტკივილები ჩემთან დავიტოვე უკვე ყველა გაფიქრებული ნეტავ მოვკალი და იმაზე ღრმად დავმარხე ვიდრე საჭიროა

მაგრამ ხომ იცი მიცვალებულიც ვიღაცას ახსოვს,მაინც,სადღაც.

სულ ერთადერთი სათხოვარი მრჩება დღეს  შენთვის მხოლოდ

წვიმის თუნდაც ცივი წვეთებით მომესალმე ზოგჯერ,

ჩემთვის მინიშნებად სულ მცირედი იყოს ასე.

როგორ გამინაცრისფრდა ეს ზაფხული ჩემო გველხოკერა.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!