როდესმე გვიფიქრია იმაზე თუ რატომ არის ზოგი ადამიანი კეთილი,ზოგი კი არა.შესაძლებელია ამას ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება იწვევს,ერთმანეთში მხოლოდ გასაკრიტიკებელ ნიშნებს ვეძებთ რასაც მივყავართ სიბოროტემდე.გვიფიქრია რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიყოთ კეთილები,რადგან ჩვენი სიკეთე სხვაშიც გააღვიძებს იმავე გრძნობას,შესაძლებელია ნეგატიური შეფასებებიც მოჰყვეს ჩვენს კარგ საქციელს,თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხედავს ჩვენს სიკეთეს მთავარია ამის გაკეთება გვიხარია და გვაბედნიერებს.ნათქვამია კეთილი ადამიანი ხშირად დაჩაგრულიაო,შესაძლებელია მართალია,შესაძლებელია არა.ახლა კი ვიხილოთ ერთი გოგონას ისტორია,რომელმაც შესაძლოა თქვენი ცხოვრება და შეხედულებები მთლიანად შეცვალოს.
თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა გოგონა ანა,რომელიც სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა.მისი ცხოვრება ერთფეროვანი და ყოველდღიურობისგან ოდნავ მომაბეზრებელიც იყო.თუმცა მას ჰქონდა ბავშვობა,ზედმეტი ბედნიერებისგან გადაგლეჯილი მუხლები,რომლებზეც ბედნიერი მოგონებების შრამები დაჰსტყომოდა.ის გოგონაც ისეთივე მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო,როგორც მისი სხვა მეგობრები.თუმცა მას მისი მეგობრებისგან განსხვავებით,ადარდებდა ერთი რამ.როდესაც ბავშვები ეზოში თამაშობდნენ იქვე ახლოს სულ იჯდა მოხუცი ბებო,რომელიც მათ ცქერას არ წყვეტდა.ყოველთვის,ყველას ეგონა,რომ ბებო საშიში იყო,რის გამოც არ ეკარებოდნენ ბავშვები.ანას კი სულ აინტერესებდა ვინ იმალებოდა ყოველთვის მოწყენილი და სევდიანი ბებოს უკან.თუმცა მისვლა ვერ გაებედა.
ერთხელაც როდესაც ანამ ბებო შენიშნა, გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა,მაგრამ გული თითქოს უკან წამოსვლას სთხოვდა.უკვე გვიან იყო,რადგან თითქმის ბებოს წინ იდგა.
ბებომ გაკვირვებით შეხედა,რადგან მასთან არცერთი ბავშვი არ მიდიოდა,ანა კი პირველი იყო მათ შორის.
დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ ბებომ მიუგო:
-გამარჯობა შვილო
-……
-რამე გინდოდა?
-……
-კარგი,მაშინ წავალ
-არა!(მიუგო ანამ)
-რამოხდა?(იკითხა გაკვირვებით ბებომ)
-რაღაც რომ გკითხოთ შეიძლება ბებო?
-მკითხე ბებო
-ყველას რატომ ეშინია თქვენი?მართლა საშიში ხართ ბებო?
-ეგ ვინ გითხრა შვილო,საშიში რატომ უნდა ვიყო?
-კი მაგრამ ხალხი ამბობს,რომ თქვენ ბოროტი ხართ და არ გიყვართ ბავშვები
-ბებო ხალხი ყოველთვის იმას ამბობს,რაც და როგორც სურთ,რომ რეალურად იყოს
-ანუ იტყუებიან?
-შესაძლებელია,ბებო
-ბებო თქვენ ცუდი არ ხართ,ცუდი რომ იყოთ ასე არ მოიქცეოდით!
-შეიძლება,ბებო
-არ გინდათ სიმართლე უთხრათ ყველას?
-ბებო ისინი მაინც იმას დაიჯერებენ,რაც თავად სურთ.მე მათ აზრს ვერ შევუცვლი
-კარგით,მაგრამ არ გაწუხებთ ხალხი რომ ბოროტად გთვლით?
-არაუშავს ბებო,შეცდომებს ყველა ვუშვებთ,გააზრებულად თუ გაუაზრებლად.
-კარგით ბებო,წავალ მაშინ.
-ნახვამდის შვილო.
მეორე დღეს,როდესაც ანა ეზოში გავიდა ბავშვებთან ერთად სათამაშოდ,მან ბებო ვერ შენიშნა.გასაკვირია,რადგან ბებო ყოველთვის იქ იჯდა და არ ტოვებდა იმ ადგილს,თუმცა ახლა არსად ჩანდა,თითქოს უკვალოდ გაქრა.
რამდენიმე დღეში კი გაირკვა,რომ ბებო აღარ იყო,საერთოდ აღარ იყო.როდესაც ეს ამბავი ანამ და დანარჩენმა მოსახლეობამ გაიგო ძალიან უცნაური გრძნობა ჰქონდათ დაუფლებული ყველას,გარდა ანასი.რადგან მან იცოდა,რომ იგი მას საბოლოოდ კარგი სიტყვებით დაემშვიდობა.ხალხს კი ვინც ბებოს ცუდად მოიხსენიებდა დანაშაულის გრძნობა აწუხებდათ,რადგან ლაპარაკობდნენ იმას,რაც არ იცოდნენ,უბრალოდ კიცხავდნენ და ამით აგრძელებდნენ ცხოვრებას,თუმცა როცა დადგა დღე გახსენების იმისა,თუ რა გაუკეთებიათ კარგი მათ ბებოსთვის,მათ არაფერი ჰქონდათ მოსაგონებელი.
დიახ,ბებო აღარ არის,ასე უცბად გაქრა ბებო,მიიმალა და აღარ გამოდის,ალბათ აღარ უნდა გამოსვლა,რადგან იქ ჯობია,იქ ხომ ისე არავინ ილაპარაკებს მასზე როგორც ეს ხალხი,იქნებ მისთვის იქ უკეთესია.დღემდე არავინ არ იცის რისი ბრალია მისი ასე წასვლა,იქნებ ვეღარ გაუძლო და გაწირა თავი იმ ხალხს?იქნებ ამდენმა დარდმა შეიწირა?თუმცა ამ კითხვაზე პასუხი უცნობია.
სწორედ ამით მინდოდა გადმომეცა,რომ სანამ რაიმეს ვიტყვით,უნდა დავდიქრდეთ და შემდეგ გავაკეთოთ ხმამაღალი დასკვნები,რადგან შესაძლოა ჩვენმა კარგმა თუ ცუდმა სიტყვებმა ადამიანის ცხოვრებაზე და მომავალზე იქონიოს გავლენა.
სიკეთე თუ ბოროტება?ამ სამყაროში ორივე ბევრია,თუმცა საუბედუროდ ამ ნაწარმოებიდან გამომდინარე ადამიანმა ვერ დაძლია ბოროტება,გაეხვა მის ალში და თავისთან ერთად,უდანაშაულო ადამიანებიც ჩაიყოლა და შესწირა მის უგუნურ ლაპარაკს.
