მე თუ მე

Comments

შიზოფრენიის  საწყის ეტაპს ვფიქორბ გავცდი..გონებამ არ დამტოვა მაგრამ ვფირობ საღი აზრი ხელიდან მისხლტება.  სადღაც წავიკითხე რომ გიჟები არ აღიარებენ თავიანთ სიგიჟეს ანუ გიჟი არ ვარ..  კითხვები მაქვს რომლებზეც პასუხები მარტივია, თუმცა ჩემი პასუხის იმ მარტივამდე დაყვანაც ალბათ შეიძლება, თუმცა აზრი რომ ყველაფერი ასე ადვილად არ იქნება არ მაძლევს საშუალებას რეალობა დავინახო და იმაზე მეტ ეჭვს მიქმნის ვიდრე შესაძლებელია. არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია ჩემს გარშემო ყველაფერი ტყუილია,  სრულიად ყველაფერში შემიძლია  ეჭვის შეტანა, ეჭვის რომელიც არასდროს მტოვებს და ყოველ პასუხზე ეჭვი მეპარება და ახალი კითხვა მიჩნდება.  ისეც მოხდა რომ საბოლოოდ ჩემს შეკითხვას მარტივი პასუხი ჰქონდა, მახსოვს რამდენად იმედგაცრუებული ვიყავი როცა ჩემი ეჭვი არ გამართლდა. თუ კი ადამიანი გონებრივად ზედმეტად ჩამორჩენილი არ ხარ როგორ შეიძლება არ ფიქრობდე.. ჰოდა მეც სულ ვფიქრობ.. არ იფიქროთ რომ მუდამ ცუდს, პირიქით ყოველთვის დადებითით იწყება მაგრამ იმდენი ნეგატიური ეჭვი მიჩნდება რომ დადებითი დასაწყისიც აღარ მეჩვენება.. პ.ს. გრამატიკული შეცდომებით და ეჭვებით აღსავსე ჩანახატია.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!