წვიმს…ოდნავ აცივდა…ასეთ დროს აივანზე ჯდომას და პეიზაჟის ყურებას არაფერი სჯობს, სიმშვიდეა, წვიმა გელაპარაკება, ერთად ფიქრობთ, სველდები, მაგრამ არ გადარდებს ან უარესი, ვერ გრძნობ… შემოიკეცავ ფეხებს, მუხლებზე დაასვენებ ფიქრებით დამძიმებულ თავს, ათასფერი გარდაცვალება რომ აქვს გადატანილი, მაგრამ მაინც იტევს და იტევს ყველაფერს სწორედ ამ თავს… გულზე მე არაფერი მეთქმის, გული და გრძნობები რა ხანია უცხო ცნება გახადა განგებამ ჩემთვის…მამა მეტყოდა ხშირად “სიკეთე და გული ყოველთვის გაეციო” გავეცი, მაგრამ მე აღარ დამრჩა ჩემთვის აღარაფერი, უანგარო იყო ჩემი სიკეთე და ამაზე არ ვნერვიულობ, მაგრამ… საბოლოოდ ტყუილის და ორპირობის გარდა ვერაფერი მივიღე… ყველაფერი ვიცი… ყველაფერი! უბრალოდ… ერთხელ თამაში შენ მასწავლე, ადამიანებთან თამაში… შენ გინდა მართო სხვა, მაგრამ ყველაზე მარტივად სამართავი შენ ხარ, ძაფებზე აცმული თოჯინა ხარ, რომელიც იქამდე ვერ გაანძრევს თითს სანამ სხვა არ წაეპოტინება… დავინახე რომ უსუსური ხარ, სანამ მე არ მოვალ შენამდე უსუსური და უბედური იქნები, დაიხრჩობი შენს ფიქრებში და სხვის აზრებში, შენი სიბინძურე დაგახრჩობს…იცი რას გავხარ? თოჯინას, რომელიც ბევრი თამაშისგან გაცვდა და აღარაფრად ვარგა, რომელიც ნაგავში მოისროლეს, უკვე გამოყენებული და მისია შესრულებული, ბოლოს კი ვიღაც პატარა გოგონა რომ პოულობს მას და თვალები უბრწყინავს, იმიტომ რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყენეს იგი, როგორ დაასახიჩრეს, მოყავს სახლში და უვლის, ეთამაშება და არ ბეზრდება… ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს როცა ვიცი, რომ ბოლოს მე ვიქნები ეს პატარა გოგონა, რომელიც შენ, ყველასგან მიტოვებულს ამოგიყვანს იმ სანაგვიდან სადაც ერთ დროს მოგისროლეს… მეზიზღება ჩემი თავი ძაღლივით ერთგულების გამო…დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, ცხარე ცრემლებით იტირებ როცა დაინახავ გვირაბის ბოლოს, სინათლეში ვინ დგას და ვინ გელოდება…
facebook კომენტარები
