კითხვაზე რა არის რელიგია? პლატონის თანახმად არის ის რაც არის მისი იდეა.
რელიგიის იდეა კი რწმენაა.არ არის აუცილებელი ეს რწმენა მაინცდამაინც ღვთის მიმართ იყოს მიპყრობილი.
იცით რატომ არსებობს რელიგია? იმიტომ რომ ადამიანებს რწმენის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.ვფიქრობთ, რომ მის გარეშე სიცოცხლე და არსებობა შეუძლებელია და ეს, მართლაც ასეა. ადამიანის თუნდაც ერთი დღე, რწმენისა და რაიმეს მიმართ იმედის არ ქონის გარეშე, სრული ქაოსია. რადგან, რომ არა ბოლო ეს ორი, ადამიანებს შორის უნდობლობა და შუღლი წარმოიშვება.
ჩვენ სინამდვილეში ღმერთი, ჩვენი კეთილდღეობის გარანტად გვჭირდება.დიახ, დიახ სწორედაც გვჭირდება.როდესაც რაიმე გასაჭირში ვართ, ვის ვთხოვთ პირველი დახმარებას?ღმერთს!
მაგრამ რაც გვჭირდება ყოველთვის ჩვენთან ან ჩვენთან ახლოსაა?
არა ბატონო ღმერთი უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია, რათა ახსნას ის ყველაფერი, რაც თვითონ ვერ გაურკვევია და ვერ ამოუხსნია.ყველაფერი უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს, მაშინ როდესაც ადამიანები/ჰომინიდები ვერ ხსნიდნენ ისეთ ბუნებვრივ მოვლენებს, როგორიცაა წვიმა,ჭექა-ქუღილი, მზის დაბნელება,მთვარის დაბნელება და ა.შ. მათ ეს ყველაფერი, ცალკეულ ფიგურებს-ღმერთებს მიაწერეს. აქედან იღებს ღვთის კულტი სათავეს, მაგრამ მაშინ როცა უკვე მონოთეისტური ეპოქა ახლოვდება, ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე რომ ამდენი ღმერთის წინაშე მსახურება საკმაოდ დიდ რესურს და მსხვერპლს მოითხოვს. იქნებ და ეს ყველაფერი ერთი ღმერთის შემოქმედებაა? და იწყებს მის წინაშე მსახურებას, აყალიბებს ამ ღმერთის შესაბამის იდეოლოგიებს რისი უშუალო მაგალითია ბიბლია რომელიც ადამიანების დაწერილია.იდეოლოგიებს შემდგომ ეფუძვნება რწმენა.რწმენა კი თავისთავად ქმნის რელიგიას
მე როგორც რიგითი ადამიანი, ღვთის დიდი რწმენით არ გამოვირჩევი და მისი ყოფნა-არყოფნის საჭიროებასაც ვერ ვხედავ
ვფიქრობ, რომ ადამიანებს ჯობს საკუთარი თავის სწამდეთ. სწამდეთ მათი წარმატებისა და კეთილდღეობის ეს უნდა იყოს ჩვენი რწმენის ფორმულა.
