სამზარეულოში ვიდექი და საჭმელს ვიმზადებდი,როგორც ყოველთვის პროცესით სიამოვნებას ვიღებდი,სულ მიყვარდა გემრიელობებით თავის განებივრება,თვეები იყო გასული მას შემდეგ რაც ახალ სახლში გადავედი,ხშირად მავიწყდებოდა ხოლმე,ოთახების განლაგება, რადგან გონებით ისევ იმ ბავშვობის დროინდელ სახლში ვცხოვრობდი.
პროცესში გართულმა გავაანალიზე,რომ ჩემს უკან ოთახის კარი გაიღო,სისხლი გამეყინა,რადგან სახლში მარტო ვცხოვრობდი,აკანკალებული შევბრუნდი და მხოლოდ იმის დანახვა შევძელი,თუ როგორ მიიხურა კარი და გაუსწორდა კედელს,ძალა მოვიკრიბე და ოთახისკენ წავედი,კარი ნელა გავაღე და განათებულ ოთახში შევედი,ფანჯრით ქუჩას გაყურებდა,ჩემდა გასაკვირად ფანჯარა ღია იყო,თუმცა ვიფიქრე,რომ მე დავტოვე და შემდეგ გადამავიწყდა. ვიფიქრე,რომ აშკარად გადაღლილობის ბრალი იყო ჩემი მოლანდებები მაგრამ,ამის გაფიქრება და სამზარეულოდან ხმის გაგონება ერთი იყო,შეშინებული ნელი ნაბიჯით მივედი კარებთან და კარი ოდნავ შევაღე,მადლობა ღმერთს კარი გაღებისას ხმას არ გამოსცემდა,კარგი შევაღე და თავი ოთახში შევყავი,სამზარეულოში ვიღაც იდგა და გულმოდგინედ ამზადებდა რაღაცას,ჩემდა უნებურად სახელურზე ხელი გამიცურდა,ჰაერში რკინის ხმა გაისმა,ჩემს წინ მდგომმა მიატოვა საქმე და ადგილზე გაიყინა,თავის შემოტრიალება დაიწყო ჩემსკენ და სანამ ბოლომდე მოატრიალებდა კარები საჩქაროდ გავიხურე თუმცა არა ხმაურით,გაფითრებულმა შიშისგან ისღა მოვიფიქრე ფანჯარა გამეღო და სახლიდან გავქცეულიყავი.
გავრბოდი და თან ნანახზე ვფიქრობდი,თავში ათას ფიქრს აწვებოდა და ადგილზე ჭყლეტდა შიში,გავრბოდი შეშინებული და ვფიქრობდი იმაზე,რაც წამების წინ ვნახე.კარები,რომ გავაღე და სამზარეულოში შევიხედე,ის საქმით გართული ადამიანი მე ვიყავი…
