✍️
,, ასეა-ხოლმე, დაგიჩემებ
და
მეფიქრები.
ლაიტმოტივად თან დაჰყვები დღის ორომტრიალს.
ყავის ჭიქიდან წამოსული ორთქლის ხაზები
თითქოს ცეკვავენ და ფიქრებად ჩემსკენ მოდიან.
ასეა თითქმის, დაგიჩემებ
და
მეფიქრები.
ურჩი ქარივით არც აპირებ შეწყვიტო ქროლვა.
დაჰქრი ქარივით, ფოთლებივით დამიყრი ფიქრებს,
მეც ამინდივით გეურჩები და ვიწყებთ ბრძოლას,
სადაც მე ვიგებ, რადგან ქარებს მოჰყვება წვიმა.
წვიმის წვეთებით მთელ სხეულზე მოგეტმასნები.
არ მოგეშვები, მთელ გზას წვიმის ტბებით აგივსებ,
სანამ არ მეტყვი, წავაგეო,
კი არ დაგითმე” 😍
/ ხ.ხაჟომია/