“მძიმე” ყოველდღიურობა

0

ვიღვიძებთ დილით ათასი “ტვირთით” დამძიმებულნი, მძიმედ ავიღებთ ჩვენს პატივცემულ ფეხებს და ვადგამთ იატაკზე,დამძიმებული,უკმაყოფილო სახით გავხედავთ მზის სხივებს,რომლებიც დაჟინებით ცდილობენ ღიმილი მოგვგვარონ,რომლებიც ყოველთვის ისე გველამუნებიან სახეზე თითქოს მხოლოდ ჩვენთვის აღმოცენებულან ცის კიდეებიდან. მივეცემით “მოსაწყენ ყოველდღიურობას”, რომელიც შედგება საჭმლისგან,წყლისგან,ტკბილეულისგან,ჩასაცმელისგან,წასასვლელისგან,დასარჩენისგან, და რაც მთავარია,სიციცხლისგან,ცხოვრებისგან. ვიდუღებთ ფინჯან ყავას და არაფრისაგან დაღლილები  მივირთმევთ გადაღლილი გამომეტყველებით, წავალთ სამსახურში,სასწავლებელში, ოჰ ეს “პრობლემები” როგორ არ გვაძლევენ ღიმილის გასაქანს, ოჰ ეს უარაფრო ყველაფერი,”როგორ დაგვღალა” .ვბრუნდებით “არასრულყოფილ” ლამაზ სახლებში და ვაგრძელებთ “დამღლელ ყოფას”. ერთ დღესაც,ასეთი ცხოვრებით დაკავებული დავბრუნდი სახლში,და გავიგე,რომ ადამიანი,რომელსაც ვიცნობდი,ვხედავდი, ვესალმებოდი,ვუღიმოდი,სამსახურში წავიდა,და იქიდან უბრალოდ ცოცხალი ვეღარ! ვეღარ დაბრუნდა,სწორედ ამ დროს მოვიხსენი”ზურგჩანთაში”ჩალაგებული საკუთარი “სიმძიმეები, და ვიგრძენი რეალური ტკივილი და ჩივილი,სიცოცხლის დაკარგვა, მზეს მოკლებული ერთი კაშკაშა სხივი, და შემრცხვა,შემრცხვა ჩემი “განსაცდელების”

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!