ზაფხულის ერთ საღამოს, ტყეში სეირნობა გადავწყვიტე. არც თუ ისე დიდი მოლოდინით ვაცეცებდი თვალებს, რომ ეს უზარმაზარი ტყე რაღაც საიდუმლოს ინახავდა, მივდიოდი და თან ღრმად ვეშვებოდი ფიქრებში, რაუნდა ყოფილიყო ამ უშველებელი ხის საიდუმლო. უცებ მდინარის ნაპირას ერთი ქოხი შევნიშნე, გაგიკვირდებათ და ჯერ კიდევ კვამლი ამოდიოდა, ახლოს მისვლა ვერგავბედე, მდინარის წინ ჩამოვჯექი და ველოდები იმ წამს , როცა ვინმე გამოვიდოდა. მხოლოდ რამოდენიმე ქოხი იყო და არცერთ მათგანიდან არავინ გამოსულა. სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობისმოყვარე ვარ, ახლოს მივედი , თან ვფიქრობდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შიგნით, ალბათ ვინმე ვისაც მარტოობა განეზრახა, ვისაც უნდოდა ცოტახნით დაესვენა, ამ სამყაროსგან, ხალხისგან, რომელიც გამუდმებით ელოდება შენგან რაღაცას, რომ გენახათ ეს ადგილი მიხვდებოდით, რომ წამებიც კი საჭირო იყო იმისთის, რომ მთელი სამყარო დაგვიწყებოდათ და მხოლოდ ეს ადგილი ყოფილიყო თქვენი მთავარი საფიქრალი, ახლოს მივედი კარებზე დავაკაკუნე, გარეთ ერთმა მოხუცმა გამოვიდა დიდი სიხარულით, აქეთ-იქეთ ათვალიერებდა თითქოს ვინმე ყოფილიყო ჩემს გარდა. შიგნით შევედი ერთ მოხუცი კაციც გვერდით იდგა, გაეღიმა , როცა დამინახა, ეტყობოდა, ადამიანებსიგან მიტოვებული ამ სამყაროს მიაშურეს თავი, შვილების მოლოდინში, სულ კარებთან აქვთ ყური, ელოდებიან, როდის მოვლენ ,როდის დაინახავენ მათი ხელით გაზრდილებს, როდის დადგება ის დრო, როცა გულში ჩაიკრავენ, ზუსტად იმ წამს ელოდებიან. ვეცადე მეთქვა, რომ ცხოვრება ასეთა. ის ყველაფერს მოიცავს, მონატრებას, სიყვარულს, მარტოობას. ჩვენ ზუსტად ეს განცდა უნდა გადავიტანოთ, რომ მზემ გამოანათოს და მზის სხივებს უშიშრად შევხედოთ, რადგან ჩვენ ყველა ეტაპი გადავლახეთ, ცხოვრებაში შეიძლება გქონდეს ცუდი პერიოდი, მაგრამ ეს აუცილებლად დაგანახებს რაიმე კარგს, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი. და მაინც ისევ კარებზე კაკუნი და სიხარულით აცრემლებული თვალებით ჩაეხუტა დედამ შვილს, დიდი ხნის უნახავ შვილს, რომელიც შიგ შემოსვლასაც ვერ ბედავდა.
“თქვენ იცით რა არის ამ სამყაროში ყველაზე საშინელი? საიდუმლოდ გამოგიტყდებით:ის, რომ საბოლოოდ ყველაფერს ეჩვევი.
