საკლასო ოᲗახი…
ხელი ვკარი…
მე ვიცინოდი…
ბავᲨვები ამყვნენ…
ის ტიროდა…
ის საცოდავი თვალებით მიყურებდა…
უდანაᲨაულო ცრემლები ბროლივიᲗ უბრწყინავდა Თვალებზე…
უცბად სახლში დავბრუნდი. ასე უცბად როგორ მოვახერხე? არ ვიცი, მაგრამ, რაც მთავარია, უკვე სახლში ვარ. ასე, რომ დაწოლა და მთელი გულისამრევი დღის დავიწყება შემიძლია. მაგრამ… ოთახის კარი შევაღე და..
-შენ ვინ ხარ?! აქ რა გინდა?! ჩემს სახლში დაუკითხავად როგორ შემოხვედი?!
სკამზე მჯდარმა უცნობმა მამᲐკაცმა ამომხედა. გამიღიმა. მისი ღიმილი არ მომეწონა. ბოროტი ღიმილი იყო. გული ამიჩქარდა, გავიხედე და მეორე სკამზე კიდევ ვიღაც უცხო შემომჯდარიყო…
-შენ ვინღა ხარ?!!!- დავიღრიალე
-მე? მე შიში ვარ.
-როგორ შემოხვედი ჩემს ოთახში?
-გგონია მოსაწვევი მინდა? როცა ვგრძნობ, რომ ჩემი ჩარევა საჭიროა, მაშინვე მანდ ვჩნდები.
-და გგონია ახლა მჭირდები?
-აბა, რა იგრძენი როცა ის დაინეხე?
მე პირველ კაცს გავხედე სკამზე. იქ აღარ იყო…
-სად წავიდა?
-არ მაქვს ამის თქმის უფლება. ის ჩემი ბატონია.
სუნთქვა ამიჩქარდა. ხელებით მუშტები შევკარი. სახე ამიხურდა.
-ან ახლავე გახვალ აქედან, ან…
-ან რა?- მომესმა კიდევ სხვა ვიღაცის ხმა. მეხდარტყმულივით შევტრიალდი. უცხო მესამე კაცი საწოლზე ჩამომჯდარიყო.
-მე სიბრაზე ვარ. ბატონმა გამომგზავნა.
-გადით ჩემი სახლიდან!!!
ახურებულ სახეზე თვალებში რაღაც უცნაური ვიგრძენი. სველი იყო. ხელი ლოყებზე მოვისვი და დავხედე. თვალები ღრუბელივით გაჟღენთილი მქონდა და გამჭირვალე სითხე უწყვეტად მოდიოდა.
-რა? … ეს…რა არის?-ძლივს ჩავიხრიალე.
ვიღაცამ ხელი დამადო მხარზე. გავიხედე. ახლა უკვე ქალი იდგა.
-ტირი. შენ ტირი. კარგია არა? გულს აყოლებ…
-რა გულს ვაყოლებ? შენ ვინ ჯანდაბა ხარ?
ქალი შეკრთა, თვალები ცრემლით აევსო. სიბრაზე წამოენთო, მომვარდა, ყელში წამიჭირა და კედელზე მიმაკრო.
-ეე, ქალს წესიერად ელაპარაკე!!
ავკანკალდი. შიშიც ჩაერია.
-არ გინდა სიბრაზე! ახლა არა.
სიბრაზე დაცხრა. ქალი მომიახლოვდა და თავზე ხელი გადამისვა.
– მე გულჩვილობა ვარ. უნდა დამეწყნარებინე. ეს ბატონმა მთხოვა. უარი ვეღარ ვუთხარი.
თავი დავხარე. უამრავი აზრი თავში ქარბუქივით მიტრიალებდა. თვალები გავახილე და… იქ ისევ პირველი კაცი იდგა. ისევ ჩემს ფეხსაცმელებს დავხედე…
-სად არიან?
-ჩემში. მე სირცხვილი ვარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-სუსტი ვარ. მე შემეშინდა… მე ავტირდი.. მე გავბრაზდი.. და ახლა კი, შემრცხვა…
-შემომხედე!-დავემორჩილე.-ხედავ? ამას ბევრი ვერ ახერხებს. შენ სუსტი არ ხარ! შენ სირცხვილს გაუსწორე Თვალი.
ისევ კლასში აღმოვჩნდი…
ჩემ წინ ის ბიჭი იდგა….
უდანაᲨაულო ცრემლები ბროლივიᲗ უელავდა ᲗვალებზᲔ…
სუნᲗქვა Შემეკრა…
Ძალა მოვიკრიბე…
მივუახლოვდი და ვუთხარი:
-მაპატიე!…
