როცა ერთია შენი სურვილი
სიცოცხლეც მისთვის გიღირს ალბათ.
მაგრამ სადაა იმის იმედი, რომ
ოდესმე, ის ახდება კარგად.
მიდის წამები, მიდის წუთები,
წელი წელს მისდევს, ასაკი ასაკს…
სადაა იგი,რისი იმედიც
ცხოვრობს იქაც და აქაც.
მიდიხარ შენ, მიდიან სხვები,
გზაც სადღაც მიდის, უკვალოდ ქრება.
მერე რა, თუ რაც გინდოდა გულით
სიცოცხლის ბოლოს არ აგიხდება.
ალბათ სურვულიც გაქრება მერე,
ამდენი უიღბლო ცდების კვალ და კვალ.
იმედიც ისე ჩაკვდება ალბათ,
როგორც სიცოცხლე გავიდა სწრაფად.
თეთრი გზა შავად გარდაიქმნება,
მზეც მალე დაკარგავს სითბოს,
როგორც იმედი, ისე სურვილიც
მიეფარება მთასა და მინდორს.
შენ თვალს დახუჭავ, გასცდები საზღვარს
დაიკარგები უსასრულ ტყეში
იქ კი უეცრად შემოანათებს
შენი ოცნება ლამაზი კვერთხით.
წინ დაგიდგება, თვალებს აგიხელს,
ოქროსფერ ფერით განახებს იმედს
ხელებს ჩაგჭიდებს და გაგიყოლებს,
სადაც იმედი საზრდოს აიკრებს.
შენც მიენდობი, უმალ მიჰყვები,
მაგრამ რა იცი ის სად მიგათრევს?!
როცა ოცნების მწვერვალს მიაღწევ
ის ისევ წავა, ხელებს გაგიშვებს…
დარჩები მარტო, სადღაც ჯურღმულში
სადაც გაქცევა ბევრად რთულია
მერე თვალს ახელ და სინამდვილეც
ხვდები, რომ ზუსტად ასეთივეა.
ძალას ვერ იკრებ, ვეღარ იბრძოლებ,
შენი სიცოცხლეც აქვე მთავრდება.
სულს ამოიღებ და იქ გაუშვებ,
სადაც სულების სამფლობელოა!
