ღამის წყვდიადში ცოტა უხილავი და უფრო მეტი ხილული ფიზიკური დამეტაფიზიკური არსება იღვიძებს. ბომჟები, რეივერები, შიზოფრენიკები, ლოთები,ბოზები… შედარებით შესამჩნევები არიან, ყველგან იგრძნობა მათი შარდის სუნი, ამიტომ აჩრდილის წოდებას არ იმსახურებენ. კორპუსების თავზე მარტო მოცეკვავეები ვარსკვლავებს კონცერტებს უდგავენ, მათაც სჭირდებათ აუდიტორია,რომელიც მილიარდობით კილომეტრის მოშორებით არის და წარმოდგენაც მაგარი კიდიათ. როგორც ზაფხულის ცხელ ღამეებში ციცინათელაა შესამჩნევი, სწორედ მასეთი ხილულია მსგავსი ხალხის ღამის ცხოვრება, მაგრამ სინათლეს არასხივებენ და არც გარომანტიზების მნიშვნელობას ღებულობენ. თუმც შეგიძლია მათთან ისეთი თავგადასავალი მოიწყო, რომელიც არასდროს გემახსოვრება. ღამის სიბნელეში და ნაკლებ აურზაურში მარტივია გაუჩინარება, სხვადასხვა დაწესებულებების სათვალთვალო კამერების უკან მდგომ ხალხსაც მაგრად კიდიხარ, შეგიძლია რომელიმე კორპუსთან მიხვიდე და უბრალოდ მიაფსა. ღამეს მეტი რესურსი აქვს პიროვნული გაცხოველების გამოსახატავად. ცხოველებს კი ჩვენ რეალობაში გაურბიან, თუ ხალხში გამოჩნდებიან ან აძინებენ ან კლავენ.დროის განუსაზღვრელობამ კი ადამიანის ბუნებრივობად აქცია ძილი. ადამიანი ორსახოვანია, არა პიროვნული გაორება ან საკუთარ მეებთან ბრძოლა, არამედ ის ორსახოვანება, სადაც ერთი სახე ღვთისაა, მეორე კი ცხოველის. ასეთ ფიზიკურ-გონებრივ გაორებას თან ახლავს ნება, რომელსაც თავისუფლების ეპითეტთან ერთად ხმარობენ. ეს ნება ყოვლად თავისუფალი კი ადამიანს გარდასახვის საშუალებას აძლევს, მეტამორფოზა, რომელიც ყოველ გაღვიძების და დაძინების დროს ხდება, თუ ამ ყველაფერს უმუღამებ მერე გბეზრდება და აღარ იძინებ. აღარ გინდა პიროვნების შეცვლა, აღარ გინდა კანის გამოცვლა, აღარ გინდა ისეთი მომავალი, როგორსაც ვერ განსაზღვრავ.
გახუნებულმა კორპუსებმა დაყვეს ქალაქის ქუჩები მიმართულებებად. უაზრო მაპროტესტანტებმა კი ასეთი შეზღუდვის გამო კედლები საკუთარი თავების მიხატვით დასაჯეს, შემდეგ კი რომელიმე ღვთისნიერი მიდის და ავტოპორტრეტებს”მზედ” აკეთებს. ღამეს მსგავსი გონების ბრძოლები მაგრად კიდია და მსგავს ნაჯღაბნებს თავის სიბნელეში შთანთქავს. ღამის უაზრო ბოდიალი დიდი ხანია არაფერს ცვლის, თუ არ ჩავთვლით თვალებზე სიშავეს. ყურსასმენ გარჭობილი სანამ ღია მაღაზიას ვიპოვი წყლის საყიდლად და შოკოლადების მოსაპარად, მანამ ადგილობრივი მოძველბიჭო თანატოლების გვერდზე გავლა მიწევს. ჩემი ასაკის მატებასთან ერთად მათი სამყაროსთან ბრძოლის მეთოდებიც იცვლება, რა ხანია სრულწლოვანებას მიაღწიეს და ისეთი აფთიაქიც იპოვეს, საიდანაც ურეცეპტოდ გამოაქვთ სხვადასხვა “ფსიქონავტები”.ქუჩის მეორე მხარიდან მამაო რაღაცას მიყვირის, ყურსასმენებში არაფერი მესმოდა, მოვიხსენი და მეც ვუღრიალებ, “რა ჩემი ყლე გინდა!?”. თურმე მთვრალია.ღამის უაზრო სიჩუმეს, ძალიან ცუდი რიტმულობის შეგრძნებით მანქანების იშვიათი მოძრაობა არღვევს. ღამის ყველაზე დადებითი მხარე ის არის რომ არასდროს გცივა. თითქოს ქალაქი გაცვია, თითქოს სამყაროთი ხარ შემოსილი, დღის განმავლობაში ბევრი იცმევს გარემოს, ღამე კი ის ცოტას ერგება, ამიტომაც მეტია შინაგანი ტემპერატურა.მაღაზიამდე მშვიდად მივაღწიე, წყალი ავიღე საყიდლად, შოკოლადები გახეული მოსაცმლის ჯიბეში გადავმალე, ლუდის ქილაც ჩაეტია. მშვიდად ველოდი სალაროსთან მოლარეს, დიდი ხანია მსგავსი ქურდობის გამო მაღაზიაშივე გული აღარ მიცემს. ჩემს უკან ორი გოგო იდგა და ფულს ითვლიდნენ, აინტერესებდათ მოუვიდოდათ ის, რაც აიღეს თუ არა. მოლარე მოვიდა, სალარო დაკეტილი იყო, გასაღებს მოვიტანო და ისევ გავიდა, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჩემმა ნამუსმა კიდევ რამდენიმე სასუსნაო შთანთქა მოსაცმლის ჯიბეში. გოგოები მაკვირდებოდნენ, რომ შევხედე გამიღიმეს, ვგრძნობდი, რომ შიშის გამო. წყალი ვიყიდე, გამოვდიოდი, რა დროსაც მოლარეს ხმა გავიგე, გოგოებს ეუბნეოდა საკმარი არააო ფული, დავბრუნდი უკან, გადავიხადე, რაც დააკლდათ და გარეთგავედი. -საით მიდიხარ? -უკნიდან მესმოდა გოგოების ხმა.ყურსასმენები გავიკეთე და ყურადღება აღარ მივაქციე.
ღამის უმისამართო ხეტიალს კონკრეტული დანიშნულება არ აქვს. ნაქურდალი შოკოლადით ერთ ღამის კლუბთან აღმოვჩნდი. მთელი ღამე საკუთარ სიცოცხლესთან მებრძოლი დანსერების ნაწილი გარეთ იდგა, მათი ნარკოტიკები მიყვარს, მარა შიგნით ყოფნა არა.
-შეგიძლია შოკოლადი მომცე? -წინ გადამიდგა ვიღაც ბუნების შეცდომა.
-რა თქმა უნდა, არა.
-რამე ტაბლეტს მოგცემ სანაცვლოდ ან მინეტს გაგიკეთებ.
-ჰომოფობი ვარ. -ამ პასუხმა ნარკოტიკიც დამაკარგვინა.
ცოტახანი მანდ გავჩერდი, რამდენიმე ღერი სიგარეტი ვიშოვე და მთვარეზედაკირვება დავიწყე. “დაე მიჩვენოს გზა მე მან”, ჩემდა უნებურად გადაწყვიტაჩემმა შინაგანმა ხმამ. სანამ კორპუსებს შორის დაიკარგებოდა ღამის ერთადერთი ნათელი, მანამ ტროტუარზე ვიჯექი. ჩემმა დაუმორჩილებელმა ცნობიერმა კი მთვარეს დამადევნა. წინ ვიღაც გოგო მიდიოდა, რომელმაც სისტემატიურად დაიწყო ჩემსკენ ყურება, სიმართლე გითხრათ ძალიან შემაწუხებელი იყო.
-ნუ მომყვები უკან თორემ პოლიციას გამოვიძახებ! -კიდევ მომიწია ყურსასმენების გამოძრობა, შეიძლება არაფერს ვუსმენდი, მაგრამ სიჩუმეს უკეთ მაგრძნობინებდა.
-უკაცრავად?
-ნუ მომყვები-თქო თორემ პოლიციას გამოვიძახებ!
-მაგრად არ მკიდიხართ შენც და პოლიციაც? რაც გინდა ის ქენი. -და ჩემი გზაგავაგრძელე.
დილით სახლში ტაქსით დავბრუნდი, შევედი შინ, იქ სადაც არავინ მიცნობს, არავინ იცის რა მინდა, იქ სადაც ყველაზე ადვილია მოტყუება, რადგან ჩვენ ოჯახი ვართ, ოჯახი კი მოვალეობების და პასუხისმგებლობების საბადოა, ტყუილს კი ეს ორი რაღაც ნაწილობრივ გამორიცხავს. ჩემს ოთახში შევედი, ბოლო მოპარული ნივთი ლუდი დავლიე. გათენებამდე საწოლზე წამოწოლილი ჭერს ვუყურებდი, შემდეგ კი ისევ გარეთ გავედი. ღამე ადამიანს ძალიან ბოჭავს, შეიძლება საერთოდ არ ჩანდეს გარეგნულად და მეორე დღეს არავის ახსოვდეს, მაგრამ ყველასთვის ხილულია მაინც, ყველა აკვირდება, და ვინაიდან აწმყო მომავალზე ემოციურია, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან შემაწუხებელია, დღე კი თითქოს უჩინარია, ათობით, ასობით ათასი ადამიანის გვერდზე ჩავლა, შეხედვა, ვერბალური კავშირის დამყარება უწევს, მარა ისინი იმ კონკრეტულ მომენტშივე სამუდამოდ უჩინარდებიან. გარეთ გასვლის შემდეგ ჯერ პოლიციაში წავედი, უბნის ძველ ბიჭებზე და ნარკომან ტრანსზე ვუთხარი, რომელიც სექსზე დამოკიდებულია და სავარაუდოდ შიდსიც ექნებოდა. შემდეგ საპატრიარქოში და ლოთ მამაოზე მოვუყევი. შემდეგ მაღაზიის მენეჯერთან, მოლარე და კამერების უკან მყოფი სამსახურიდან გავაგდებინე. ბოლოს კი იმ გოგოს მოძებნა დავიწყე, ვინც პოლიციის გამოძახებით დამემუქრა. სამყარო მარტივადაა მოწყობილი, ადამიანის სურვილებს ემორჩილება. მალევე ვიპოვე, მეტროში გადამეყარა. უკან მივყვებოდი ჯერ ესკალატორზე, მერე ქუჩაში, საბოლოოდ უნივერსიტეტში მივიდა, უნივერსიტეტის ეზოში სკამზე დაჯდა და გვერდზე მივუჯექი.
-სალამი.
-გამარჯობა, გიცნობ?
-კი, გუშინ პოლიციაში დარეკვით დამემუქრე.
-ბოდიში, მეგონა, რომ ჩემი გაუპატიურება გინდოდა… -მერე კი როგორც კარგმეგობარს ისე მომიყვა ამბავი, რომელშიც რამის გააუპატიურეს და მას მერეშიშები აქვს. დავმეგობრდით ზედმეტად ლამაზი და კომუნიკაბელური აღმოჩნდა, ნათელი იყო თუ რატო დაუპირეს გაუპატიურება. მხატვარი აღმოჩნდა, ღამის ამბის გამო კი თავის გამოფენაზე დამპატიჟა.გამოფენა ძველ ვინტაჟურ შენობაში იყო, აი ისეთში მოხელოვნო ხალხი, რომ თვალით აღუქმელ სილამაზედ თვლის, რეალურად კი მხოლოდ სიძველის სიმყრალე დგას. ყველა ნახატი ჩემთვის ფერების ფურცელზე გადატანაა,ზოგისთვის კი რელიგიაა, რომელიც მათ გრძნობებზე და შეხედულებებზეა დაშენებული.ერთმა ნახატმა მიიქცია ჩემი ყურადღება, არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი მის წინ, ღორი ეხატა, რომელსაც მშვენიერი ადამიანის სახე ჰქონდა. გამოფენა ახალ გაცნობილი მხატვრისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მარტო ვეღარ დავიჭირე და მხოლოდ შორიდან ვესროლე დამშვიდობება.გალერიიდან გამოსვლისას უკვე ღამე იყო. დრო, როდესაც ყველაზე სასიამოვნოა სეირნობა. მე ღამე გავდივარ გარეთ, რადგან აჩრდილები მხოლოდ მზის ამოსვლის შემდეგ არსებობენ.
