ცისფერ ლანდებს მიღმა დანახული სიბრწყინის მეამიტური ხედვით და უკეთესი მომავლის არქონის იმედით, დღე ისევ იწყებს რუტინულ გათენებას. შუქთა ჩრდილი ისევ ეფინება გაყინულ მიწას და აბრკოლებს მის გალღობას. დღეს ისევ გარითმული ღრუბლები იპყრობენ ცის კიდობანს და მიიჩქარიან ქარის მიმართულებით დაუსრულებელ სივრცეში, თუმც დედამიწა უსასრულო არ არის და წესით სადმე უნდა მთავრდებოდეს. პარადოქსების საუკუნეა ჩვენი დროება და როცა პირიდან ამოდის ვაების ოხშივარი თეთრი ფერის სახით ივიწყებ თუ რატო ტირის გაყინული ბავშვი მშობლების არ ყოლის გამო. აქ იწყებ შენ თავზე ფიქრს თუ რაოდენ დიდია სიცივე შენს სხეულში, აკანკალებულ ხელს აკვირდები და მთელი სხეული რიტმულად იმეორებს ხელის მოქმედებას, ჩაიგდებ თავს მხრებში და მიუყვები გაყინულ ნიადაგს სხეულში არსებული ქაოსური რიტმით. ხმათა ცვლა შენს გარშემო უაზრო მელოდიურობას ქმნის, ქუდით დაფარულ ყურებში და საკუთარ ფიქრებში შორს გადავარდნილს კი ეს ხმა არ გესმის მაგრამ სხეული მოძრაობს, მოძრაობს და მოძრაობს.კედელზე მიხატული არ შემდგარი ნახატი იქცევს შენს ყურადღება და მის დაკვირვებაში ფანტავ წამებს უაზროდ. აქ ისევ ნაცრისფერია გარემო, ჯერ არ წვდება მზე აღმოსავლეთის ცას. თვალებს ხუჭავ წინიდან მოვარდნილი ქარის გამო, რომელსაც მტვერი და ნაგავი თავისად მიუჩნევია და მიყავს სად? თვითონაც არ იცის.მარკეტში შედიხარ დროებით გასათბობად ფული არა გაქვს, იქნებ რამე გამოაპარო ხელს, შენი ვიზუალი ღამე გათენებული კონსულტანტის მზერას იპყრობს და გაკვირდება, არ გავხარ შენ კანონმორჩილს. უაზროდ დაბოდიალობ დახლებს შორის მეგზურად კი შენზე ცუდად გამოძინებული კონსულტანტი გყავს. მალე გადიხარ გარეთ, გვერდზე ბანკის ერთერთ ფილიალში ვიღაც ბომჟი ჩაკუზულია და ჯვავს, მინა გამჭირვალეა და ხალხიც მოძრაობს გინების და წყევლის პარალელურად, შენ სხვებზე მეტ ხანს დააკვირდი ამ ფაქტს და არავითარი ემოცია არ შემოდის შენს სხეულში. გახსენდება ძმაკაცის ძმაკაცის მოყოლილი ისტორია, ჩვენთან სამუშაოზე მოსასვენებელ ოთახში საშინელი სუნი იდგა ორი დღე ვერ შევდიოდით, შემდეგ კამერები გადაახვიეს და ნახეს, რომ სომეხი თანამშრომელი ღამე შესულა და დაუნძრევია. როცა ეს ამბავი პირველად გაიგე, დაფიქრდი ნუთუ მართლა ორი დღე ჩერდება ოთახში ნძრევის შედეგად გამოყოფილი სპერმატოზოიდების სუნი. რაღაც არ გავს ლოგიკურ ფინალს. აგრძელებ გზას გადადიხარ მეფეთა მეფის თამარის ხიდზე, შორიდანვე ამჩნევ ღამე დაკმაყოფილებულ ორ ქალს, რომლებიც დილის სუსხზე, სანამ მზე დაწვავს მათ უბიწოობას, კიდევ ფულის გაკეთებას ცდილობენ. შორიდან გამჩნევენ და ერთერთი მათ შორის უფრო კეკლუცი და თამამი იწყებს ძახებას. აბა ცხელი პონჩიკი ცივი მინეტი, სექსი, სექსი! გეღიმება მათ მარკეტინგულ სლოგანზე, უახლოვდები, ის კიდევ აგრძელებს ძახილს, ცივი მინეტი ცხელი სექსი, სექსი! და ეღიმება, თვალებში მომცინარი უვლი გვერდზე და ისიც ღიმილით გითმობს გზას. ჰორიზონტზე ნისლში ჩამალული დამპალი კორპუსები ჩანს, ვეღარ ამჩნევ ვინმე სულიერს, ახლა თამამად შეგიძლია დაასკვნა რო ყველაზე ლამაზი ხარ, ფუ ბლიად შავმა კატამ გადაგირბინა. ჩადიხარ მიწისქვეშა გადასასვლელში, ფრაგმენტებად იხსენებ მომენტს როცა აქ ორი გოგო სურათებს იღებდნენ, როგორ გამოწია ერთმა გოგომ მკერდი ისე რომ ძუძუები დიდი ზომის გამოსჩენოდა. გვირაბიდან კიბეებზე ასვლისას დაღლას გრძნობ და რამდენიმე წამი ჩერდები. Can you help me? რომელი გადარეული გაასეირნებდა ამ დროს პატარა ბავშვს?ეხმარები და მისი ბავშვი თავისივე კალიასკით კიბეებზე ჩამოგყავს, შორდები და იკიდებ იმ ფაქტს თუ როგორ აიყვანს შვილს გვირაბის ბოლოს. ისევ ცივა, ისევ დაუსრულებლად კანკალებს შენი სხეული, უახლოვდები უნივერსიტეტს. მზეს უკვე გაუვლია გზა აღმოსავლეთის ცაზე. აპირებ შესვლას უნივერსიტეტში ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად რა დროსაც მეგობარი დაგინახავს და გესალმება. გთავაზობს ჩაის დალევას როცა შენს გაყინულ სახეს და სხეულის კანკალს შეამჩნევს, შენ უარზე ხარ, მიზეზად მენეჯერი გეია და ევასები, თუმც იმიტომ ხარ უარზე რომ ფული არ გაქვს. გეუბნევა რომ ის გეპატიჟება და ცოტახნის მერე თანხმდები, იმის მიუხედავად, რომ ბუნებრივი მოთხოვნილებები არ დაგიკმაყოფილებია. სვავ ჩაის და მართავ მეგობართან ისეთ დიალოგს,რომელიც არ გაინტერესებს. ისევ კანკალებ, ამაზე აკეთებს აქცენტს და შენ ახლა იაზრებ რომ შენი სხეული შენ არ გემორჩილება, რამის ჩაი გადაისხი ხელზე. მალევე გამოდიხართ ცოტა შემთბარნი, შედიხართ უნივერსიტეტში, მიდიხარ საპირფარეშოსკენ, აღებ კარებს და დახურვის დროს მეგობარი ხელს გკიდებს, გკოცნის, ხელებს გიფათურებს, იღგზნები, კანკალებ, მარა ახლა სიცივის გამო აღარ. შარვალს გხდის და ალბათ სიკვდილამდე ემახსოვრება ის სისველე, რაც სახეზე შეესხა. ხელს უჭერ ძლიერად ტრიალდები უნიტაზისკენ და ასრულებ ბუნებრივ მოთხოვნილებას. მეგობარს არაფერს უხსნი, არც არაფერი გაქვს სათქმელი, იფარებ ქუდს და ტოვებ შენობას. მოკლედ ყლე დილა გათენდა.
