,,გჯეროდეს საკუთარი თავის, არასდროს დანებდე”

0

1998 წლის ოქტომბრის თვეში მოვევლინე დედამიწას,ქვეყნიერებას .ეს უმანკო არსება,რომელიც ბედნიერებით ივსებოდა უხაროდა მომღირი ოჯახის დანახვა ,სინამდვილეში კი ვერც კი წარმოედგინა რა ელოდებოდა მომავალში.მთელი დიდი იმედგაცრუება,პრობლემა,ბედნიერებაც,რომელიც თან სდევდა მომენტალურად რადგან თვითონ ბედნიერებას ასხივებდა ის.ანარეკლი იყო სარკის გააჩნია როგორ დაინახვდნენ .ადამიანი ,რომელიც სიხარულით სავსეა ,პრობლემების გარეშე და ადამიანი ,რომელიც თავს ძლივს აკონტროლებს,რომ გადარჩეს,არ დაიხრჩვეს მის უკიდეგანო  ნაპრალში,რომლის დანახვა ოჯახმა თვით დედამაც კი ვერ შეძლო და ამ ყოველივეს უბრალოდ მის კაპრიზნობას აბრალებდა.გამარჯობა დიახ ეს მე ვარ პიროვნება,რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს საფუძველი   ცხოვრებისა და არ დაეცეს,  ავრორა რაც არუნდა უცნაურად ჟღერდეს დედამ ერთ-ერთი მისი საყვარელი ფილმის პერსონაჟის გამო დამარქვა დიდი უცნაურობით გამოვირჩევითქო ხომ გითხარით? .მამა 5 წლის ასაკში დავკარგე უფროსწორედ ესე მეუბნებოდნენ .სინამდვილეში კი დედა მობეზრდა და გადაწყვიტა ახალგაზრდა მანდილოსნის ძიება განეახლებინა ,მე და დედა კი მარტონი დავრჩით ჩვენს დიდი და პატარა სახლში .დედის სიყვარული ბავშვობიდან მაკლდა სკოლის პერიოდში ყველა დამცინოდა დედა არგყავს ,მკვარი გყავს რაც ჩემში უკმაყოფილების და მარტოობის განცდას აჩენდა. მყავდა დიახ ,მაგრამ გადატვირთული რეჟიმის გამო გვიან ბრუნდებოდა სახლში. მე და ბებო ერთი დიდი განუყრელი ოჯახი.მას დავყავდი ძირითადად ,ამიტომ ჩემი სოციუმი ბავშვობიდანვე განუვითარებელი იყო. ბებიას ბაბუა ემატებოდა,რომელიც დიდ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ ნამდვილ სითბოს მხოლოდ მისგან ვიგებდი.სკოლის დრო დიდად აღფრთოვანებული არვიყავი ჩემზე ძალადობდნენ ,მამცირებდნენ,მასწავლებელმა როდესაც კლასელის გვერდით დამსვა იმ ბიჭმა ფეხების რტყმა დამიწყო ამ ყველაფერს მოჰყვა დერეფანში დაცდა და კისერში წაჭერა შეშინების მხრივ ,რომ არ გამებედა შემდგომში მის გვერდით დაჯდომა.ვუთხარი თუ არა ჩემებს რა სისულელა დღემდე არიციან ამის შესახებ  დიდი ხანი გავიდა ორი შვილილის დედა ვარ და ვერც წარმოიდგენენ ამას და რატომ? ვისთვის მეთქვა დედისთვის ,რომელიც მთელი დღე მუშაობს თუ ბებიასთვის რომელიც დიდი სითბოთი ვერ გამოირჩევა ჩემ მიმართ. შანტაჟის მსხვერპლიც ვიყავი ,რომელსაც მოჰყვა შემდეგ  უაზრო ქმედებისაკენ მიდრეკილება ,მაგრამ ესეც დავძლიე საბოლოდ ერთი ჩუმი მოსწავლე ვიყავი ,რომელიც ხმას არიღებდა ორიანებსაც არუწერდნენ მარტო ხელს წევდა ისიც გაკვეთილების მოსაყოლად და ჯდებოდა ისვიათად ბუფეთშიც თუ გავიდოდა.მეგობარი? სასაცილოა ყველა ყალბი და ეგოისტი იყო ჩემთან,რომლების რაღაც დროის მონაკვეთში ახლდებოდნენ და მიდიოდნენ.ამ ყველაფერს მივეჩვიეო.ბებია ყოველთვის მცემდა,როდესაც სახლში დედა არიყო ეს დედამ არიცის ,რადგან ბებია მისი ზებუნებრივი შესაძლებლობებით და ტყუილის დიდი მანევრით დედას სხვანაირად უყვებოდა ყველაფერს რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა სიტუაციას. ყოველთვის რაღაც გულში იფეთქავდა და მეტყოდა ცოტაც მოითმინე ,შენ ამას შეძლებ . 

.დრო გავიდა სკოლა დავამთავრე  დიდი ვერაფერი ,მაგრამ დავამათავრე.ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე,ეს ერთადერთი საშუალება იყო იმისა ,რომ საკუთარ თავს დავხმარებოდი. ორი წლის განმავლობაში მეგობრებიც დავკარგე ზოგი ფეიკი აღმოჩნდა,ზოგი კი გიყენედა შენი კეთილსინდისიერების გამო.რავიყავი სინამდვილეში? მე პოზიტივის დედოფალს მეძახდნენ სულ მესაუბრებოდნენ მეუბნებოდნენ ,რომ არ წარმოგვედგინე თუ ესეთი ადამიანი იქნებოდიო.ვერ წარმოგიდგენთ  მოწყენილსო რაიცოდნენ ,რომ მე რავიყავი გულში სულში რა მტანჯავდა მღრნიდა.ეგოისტი ვარ,ვეჭვიანობ ყველაზე და ყველაფერზე რაც კი ჩემ ხელთ ჩავარდება. და დროა ამდენი გაურკვეველი თვისების შემდეგ  დაგანახოთ თუ ვინ ვარ მე- საშუალო  სიმაღლის,თაფლისფერი თვალებით,წაბლისფერი თმით და რაც მთავარია სუსტი გოგო ,უფრო ზუსტად ,რომ დაგანახოთ ჩემი წონა წარმოიდგინეთ ქათმის წონა და მიხვდებით როგორი სუსტიც ვყოფილვარ.ცხოვრებაში დგება მომენტი ,როდესაც გაქცევა გინდა, მაგრამ გასაქცევ გზას ვერსად პოულობ ,რაიმე ხელ ჩასაჭიდს. ერთადერთი გზა, მხოლოდ გარეთ გასვლა ,მუსიკის მოსმენა და გასეირნება იყო საკუთარ თავთან.

  •    *     *     *    *    *    *    *

ჩემ არეულ ცხოვრებას კიდევ არევა უნოდდა? ხოდა გავემართე ჩემი მეგობრის ბინაში სადაც წარმოდგენა არ მქონდა ვინები დამხვდებოდნენ ,შესვლისთანავე . რაღაც უჩვეულო გრძნობა დამეუფლა თითქოს და ვგრძნობდი ,რომ  რაღაც მოხდებოდა,გაგიკვირდებათ და ცოტათი შემეშინდა .როგორც ყოველთვის მოკითხვა, სასმლის შეთავაზება, მუსიკას აყოლა ცეკვა და განტვირთვა .დღეს, როგორც გითხარით ჩემი მეგობარი თორნიკეს დაბადების დრე იყო მას დავდე პატივი თორე დიდად არც მიყვარდა ეგეთი ღრეობა. ჩემთვის  სავარძელზე ვიჯექი ჩუმად და ვტკბებოდი წითელი ღვინით.სიტუაციას თვალყურს ავდევნდებდი ,როდესაც თორნიკე ვიღაც ბიჭთან ერთად გამოემართა ჩემკენ ცოტა ავღელდი,  რადგან ესეთი მომენტები ან მაბნევდა ან  გულს მირევდა ,რომ ყველაფერი მეორდებოდა.არვიცი რადამემართა  ჩემ თავს ვუთხარი ალბათ  ღვინის ბრალია ,რადგან ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს და მე ეს ადამიანი ადრე მყავდა ნანახი და საკმაოდ კარგადაც ვიცნობდი ,გულმა ისეთი ძგერა დაიწყო მუსიკაც კი გადაფარა და მეგონა,რომ იქ მყოფებს ყველას ესმოდათ ჩემი გულის ხმა.მაღალი, წაბლისფერი თმით , მწვანე ყაფისფერში გარდამავალი თვალებით,რაღაც სასწაული აღნაგობის ლომს გავდა.ხომ ვთქვი სასმლის ბრალი იქნებოდა თქო? და როდესაც მომესალმა და გამიღიმა და წარმოთქვა სახელი ,,გამარჯობა მე ლუკა ვარ’’აი ამ დროს კინაღამ ჩავიკეცე  ვიფიქრე ესეთი სასწაული საიდან გაჩნდა აქ თქო. დიდი არაფერი მომხდარა იმ დღეს უბრალოდ ვსაუბრობდით,რა მოგვწონდა ,საიდან გავიცანით მე და თორნიკემ ერთმანეთი და უცნაური ის იყო რომ მისი მზერა და იდუმალი ღიმილი ჭკუიდან მშლიდა რაა მერე რომ დღეს ვნახე პირველად .მაგრამ ჩემი პრიოვნულობიდან მე ხომ კაპასი ვიყავი  ისეთ კითხვებს სვამდა თითქოს  მე ვმართავ მსოფლიოსო,ამიტომ არმივეცი იმის საშუალება ,რომ ესე მარტივად ხელში ჩასაგდები ვყოფილიყავი დიდად ამას არც ცდილობდა აალბათ მეც ვაზვიადებდი. სახლში წასვლა ,როდესაც გადავწყვიტე შემომთავაზა სახლამდე მიყვანა მაგრამ თავაზიანი უარი ვუთხარი ,დავემშვიდობე და წამოვედი. 

 *   *   *   *  *   *  *   *

 მე და თორნიკე ,როგორც მეგობრები ამავდროულად ოჯახის წევრებიც ვიყავით ,რადგან ,როდესაც დედა სახლში არიყო და ბებია და ბაბუაც რაღაც დროის შემდეგ დაიმკვიდრეს ზეციური საცხოვრისი მიწევდა მარტო ყოფნა რაც დიდად არ მსიამოვნებდა,თითქოს და მეშინოდა მარტო ყოფნის,მაგრამ იყო  მომენტები,როდესაც მარტო ყოფნა ერთადერთი გამოსავალი იყო იმისა ,რომ პრობლემებს  გავქცეოდი და სიმშვიდე მომეპოვებინა.თორნიკეს მამა ირაკლი კეთილი ადამიანი იყო მიმიღო ,როგორც საკუთარი შვილი ,ოჯახის წევრის სტატუსიც მომანიჭა ამიტომაც ერთ ოჯახში თუარა მეორე ოჯახში მაინც გამიმართლდა. დიდ დროს თორნიკეს სახლში ვატარებდი .ის არქიტექტორი იყო ,მოდი ვთქვათ დამწყები ,რომელიც მცირედით იწყენდა ჯერ ყველაფერს. მლმობიერი და ამავდროულად ფიცხი ,ენეგრიული , საქმეს არასდროს ტოვებდა დაუმთავრებელს ერთი მე ვერ მიშველა მარტო ,რადგან მაინც ვჯიუტობდი. ყოველთვის ცდილობდა ვიღაც ადამიანი მაინც გაეცნო ჩემთვის ,რომ ასე მარტოდ თავი არ მეგრძნო დრო იყო ამის, დიახ დრო იყო ალბათ ,მაგრამ მე შიში მქონდა მეუფლებოდა ,მეშინოდა ურთიერთობის ,პასუხიმგებლობის ,რომელიც არ ურთიერთობას მოჰყვებოდა ,ამიტომაც არ მყვარებია ჯერ ვინმე .  თავისუფალ დროს   ციგურებით სასრიალოდ მივდიოდით , ფილმს ვუყურებდით ,ვსეირნობდით ანდაც ფეხბურთის სათამაშოდ გავდიოდთ კაი ქაჯანა გოგო ვარ . სასწაული ხელი ქონდა ,რაღაც არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებდა ,ამიტომაც მე არვერეოდი მის საქმეში და მხოლოდ სუფრის გაწყობაში ვეხმარებოდი. თორნიკეს დაბადების დღის შემდეგ საკმაოდ დრო იყო     გასული,არმყავდა ნანახი ლუკა ,მაგრამ დიდად არც ვინტერესდებოდი მისით უბრალოდ თან მსურდა კიდევ ერთხელ მენახა თან არაა  ,რადგან ვიცოდი მისი მზერას ვერ გავუძლებდი.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!