გაზაფხულია კესანე

გასულ წელს ჩემს მშობლიურ სოფელში ჩავედი.  გაზაფხული იყო. ახლაც კი ვგრძნობ იმ სურნელებას რაც აყვავებულ ხეებს უდიოდათ . ხალხი ნაკვეთებს შესეოდა. ზოგი ვაზს ყელავდა, ზოგი ლობიოს თესავდა და ზოგიც კურდღლის საჭმელ ღიჭას ეზიდებოდა .საღამოს ჩემი მექზობელი, ბებია კესანე მესტუმრა. ჩაიზე მივიპატიჟე და ბუხართან სავარძელში ჩავსხედით.კესანე ბებო მარტო ცხოვრობდა, აღარც დამლაპარაკებელი ჰყავდა და ასე ატარებდა წლებს, მარტოობაში . დიდი მოლაპარაკე ადამიანი არც არასდროს ყოფილა, მახსოვს სოფლად რომ ვცხოვრობდი ჩვენთან ხშირად მოდიოდა, მაგრამ ბევრი ლაპარაკით არც მაშინ გამოირჩეოდა. მაგრამ, იმ საღამოს ბევრი მომიყვა თავისი ცხოვრებისეული თავგადასავლების შესახებ.- შვილო, მარიამ. ჩემი ცხოვრება გაზაფხულსა ჰგამდა . მე შენ ასაკში როგორც მარტის კატა ეგრე ვიყავი.(თან იცინოდა). მეგონა მარტო მე ვიყავი და სხვა არავინ.  ყმაწვილ ბიჭები ისე მესეოდნენ თავს, როგორც გადაფურჩქნულ ატმის ყვავილს ფუტკრები. რა ტკბილი იყო ის წლები, რა ტკბილი… ეჰ,  რა ლამაზი ვიყავი.კესანე ბებომ შეაჩერა ამბის თხრობა,  თითქოს ხმაში სევდა გაერიაო.  ჩაი მოსვა და თხრობა განაგრძო.- მე რო გავთხოვდი, აპრილსა ვგავდი. მაშინაც აპრილი იყო. მტერს თვალს ვუბნელებდი ისეთი კარგი ვიყავი. ჩემი ქმარი…კესანე ბებო შეჩერდა, თითქოს სიტყვა ვეღარ ეპოვნა და გონებაში ეძებდა.მისი  თვალები ამღვრეულ ზღვას მოგაგონებდათ. ვთხოვე განეგრძო მოყოლა. დიდი ენის ბორძიკის მერე სიტყვა იპოვა და წარმოსთქვა._ანგელოზი იყო, ჩემი ქმარი. მე ყვავილი ვიყავი ის კი ყოველ დილა ჩემი პირნამი , ჩემი მზე იყო,  ჩემი იყო და არავის სხვისი. იმით ვუბნელებდი მე ამ სამყაროს. მისთვისა ღირდა ეს ცხოვრება. ღმერთისა მადლიერი ვიყავი რომ დამბადა და იმ კაცს შემახვედრა. იმისი ღირსი გამხადა ….ვგრძნობდი როგორ უჭირდა ლაპარაკი. არ მინდოდა მის თვალებში ჩამეხედა და დამენახა ის ტკივილი რომელიც მას ასე ტანჯავდა. სისხლი მაწვებოდა ისე მინდოდა ამბავი გაეგრძელებინა, მინდოდა არ შეეწყვიტა საუბარი.- მომიკვდა. ვერ მოვუარე. ვერ ვუპატრონე… იმ დღიდან მე მაისი ვიყავი.  ტანზე კაბაშემოფლეთილი.  დასეტყვილი. დაბეჩავებული, მაისი.  მიყურე ახლა როგორი ვარ,  განა მეტყობა რო ოდესღაც ლამაზი ვიყავი?! გაზაფხულს ზაფხული მიჰყამს მარა აბა მე შემომხედე,  ჩემთვის სულ ზამთარია…ბებო, კესანე ტიროდა… მახსოვს ისე თრთოდა როგორც ძიძია ონისეს მკლავებში. ვეხვეოდი და ხის მერქანივით შემომჭკნარ ხელებს ვუკოცნიდი. ბოლოს ისღა მომადგა ენაზე რომ მეთქვა,, კესანე, შენი კვნესა მე. “

facebook კომენტარები
Choose your Reaction!