
…გრძელი კედლის ბოლოს სხეული მოჩანდა, გლუვი სხეული რომელიც თავჩახრილი იჯდა, მეკი მივშტერებოდი მის ფეხებს რომელიც ნახევრად წყალში მყოფს სიცივისგან ჟრჟოლავდა. სადარბაზო მისი ფიქრებით იყო სავსე უცხო სხეულის ფიქრებით. ფიქრები კი სიმძიმეს ქმნიდა. ყვირილი დუმდა, სიჩუმე იმდენად ხმამაღლა ყვიროდა რომ იქაურობა უკვე აუტანელი ხდებოდა. წამიერად დავტოვე იქაურობა და გარეთ გავვარდი წინ ქალაქის ხედი გაიშალა სადღაც კვამლის ზემოთ და გავსცქეროდი კორპუსებს რომლებშიც მილიონობით ხალხი დაძრწოდა. ხალხი ყვიროდა მაგრამ მათი ხმები სიბნელეში იკარგებოდა როგორცა კვამლი. ხალხი ომობს მაგრამ ისინი მაინც ვერხედავენ სისხლს დაღვრილს მიწაზე . ისევ მივტრიალდი სადარბაზოსკენ, და შესვლისთანახე ახლოს ჩამოვჯექი სადარბაზო ცივი წყლით იყო სავსე იმდენად სავსე რომ ფეხის თითები თითქმისდა იფარებოდა, ვცდილობდი წამეკითა უცხო არსების ფიქრები რომლებითაც მთელი სადარბაზო სავსე იყო. ისინი ერთმანეთში ირეოდა და ვხვდებოდი რომ ჩემში არსებული სიმშვიდე ნელ ნელა იკარგებოდა, ღრმად ჩავისუნთქე და თვალებდახუჭული რამდენიმე წუთი სუნთქვაშეკრული გავშეშდი სანამ თვალები ტკივილისგან გაუსაძლისი არ გახდა და ჰაერი კისრამდე ავიდა თვალების გახელისას მხოლოდ შავ ბნელ დერეფანს ვხედავდი რომლის ბოლოსაც იგივე სხეული იჯდა რომელიც რამდენიმე წუთის წინ. მიუახლოვდი სიბნელეში ცივ სხეულს ჩემი შიშველი ფეხები სველ იატაკს მისჩვეოდა და ვერ ხვდებოდა თუ როგორი სიცივე იყო მასზე იქვე ჩემს თავთან ჩამოვჯექი და დავიწყე ხმამაღლა გაურკვევლად საუბარი საუბრის ხმა ყურში ისე ჩამესმოდა თითქოს ის მელაპარაკებოდა ჩემს წინ მჯდობი არსებული უცხო არსება რომელიც არადა არც არსებობდა. სიტყვები ტკივილს მაყენებდა ვუსმედი თითეულ ბგერას რომელიც ჩემს გონებაში ტალღებს წარმოქმნიდა რომელიც გონებაში ფოტოს ხატავდა. ფოტოზე კი იყო ქალი მიტოვებულ ქუჩაზე მგდარი რომელსაც მშიერი ძაღლები დასცვეოდნენ თავზე და გლეჯდნენ. გლეჯვისას მდუმარება მღეროდა, მდუმარეთა სიმღერას და ტკივივილი იგრძობოდა განთავისუფლებაში როგორცა სული განპიროვნებული შენში. და ძაღლში არესებული სიშილი გადაიზარდა ღვარძლში როგორც სული ამოეცალა მასში. და იგი სულს მოშორებული სხეული იყო, თითქოსდა სული სრულიად განშორებოდა სხეულს როგორც განშორდა კანი გლეჯვისას სხეულს. მაგრამ სული გლეჯვამდე მოშორდა მატერიას როგორც ტილოს და ექცეოდნენ მას როგორც მკვდარ ბოზს როგორცა მგდარს. და მოისვარა სისხლით იქაურობა როგორცა აივსო თასი თვისი მისსა ღვინით. სავსე ქალიკი ეგდო მიყრუებულ ქუჩაზე მგდარი არავინ მისულა მასთან არც წლობის შემდეგ. ქალიც კი აღარც ელოდა მკვდარი მგდარი უცხო ადგილას და იმის შემდეგ აღარც არავის გახსენებია ქალი დერეფნის ბოლოს თავჩაღუნული რომლის გამოც მოისვარა იქაურობა მყრალი. ფიქრები კი არეგდო მგდარი იგი იჯდა და ფიქრობდა სიკვდილში იგი მიიწევდა მოკვდავობიდან უკვდავებისკენ მაგრამ ვინ იცის…
იქნებ შენი ხრწნადი შეიძენს ძალას, რომ დაფაროს ყველა ის სიმახინჯე რომელიც შენს სულს ალპობს. და შეგეძლება დააჩოქო ყველა, ვისაც ოდესღაც დაუჩოქე.
