არ გავუშვებ სამუდამოდ გამოვამწყვდევ ჩემში

pexels-photo-4063254
0

ლუ,მერამდენე ღამე დგება მოჭარბებული იმედებით და მერამდენე დილა თენდება მოლოდინისგან დაქანცული.როცა შენი თვალები სხვებს უმზერენ,შენს ღიმილს სხვებს ჩუქნი ჩემი გული ტკივილისგან იკუმშება,ვგრძნობ როგორ უფერულდება იმედის ცისარტყელა ისედაც  ცოდვებისგან ჩაშავებულ სულში.ლუ, ყოველი შენი გამოჩენა ფენიქსის ჩიტივით აღმადგენს ფერფლიდან თუმცა წინაზე უფრო მეტად მტკენს შენი წასვლის მოახლოება.ლუ,მწვანეთვალება ლუ, შენ ვერც კი გრძნობ როგორ მიითვისე ჩემი გული და ახლა როგორ ძლიერ ტკენ მას.ლუ, მე შენ ყოველ წამს გელი, თუმცა ვიცი არ მოხვალ.ყოველთვის შევძლებ შენს მიღებას და ეს ყველაზე მეტად შიშს ამძაფრებს ჩემში,ვიცი ვერასდროს გახდები ჩემთვის უცხო,სამუდამოდ გამოგიმწყვდიე სულში თუმც ათასი მომეკაროს შენს გარდა ვერცერთი ჰპოვებს  ჩემში ბინას.ლუ შენ გამუდმებით აქეთ იქეთ დაფრინავ,ვერც კი შეამჩნიე როგორ მიწილადე ფრთები, ვერც კი ამჩნევ როგორ დავენარცხე მიწაზე მეცხრე ციდან, ვერ აცნობიერებ რომ სამუდამოდ ფენიქსისებრ ვეღარ ავღსდგები და ერთხელაც საბოლოოდ დამკარგავ.ლუ თუმცაღა შენ არც არასდროს “გყოლივარ” მაინც მაშინებს შენი უჩემობა,ასე მგონია გაგიჭირდება,როცა აღარავინ გეყოლება ისეთი ვინც მუდამ დაგელოდება.თუმცა უნდა იჩქარო ჩემო ლუუ,მე კი შევეჩვიე უშენობას,აღარ ვიცი სანამ გაგრძელდება ყოველივე,სანამ მოვერევი ამას.იჩქარე ლუუ,არ დამკარგო

საუბრის დასასრული

დაწერეთ შეტყობინება…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!