გაზაფხულდა,მაგრამ გულში
ვინ რა იცის რა დარდია,
ვერ უშველის მზის სხივები
საშველად რომ დაფარვია.
ვერც სიტყვები, სინანულის,
ჯიბიდან რომ დაგცვენია,
ვერც თვალები, ბროლისფერი
ცრემლებით რომ აგვსებია.
გაპატიებ,მხოლოდ ერთხელ
მისი ხსნისთვის გაპატიებ.
მხოლოდ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ
ამ შეცდომებს გაპატიებ.
facebook კომენტარები
