ამბავი #6

– მეგონა მას დასანახავად ვერ იტანდი – თქვა კაცმა, გაღიზიანებით

– იცი, გძულდეს ვინმე არ ნიშნავს არ გიყვარდეს, რადგან სიყვარულის საპირწონე არ არის სიძულვილი, გაინტერესებს რა არის სიყვარულის საპირისპირო?! როცა უბრალოდ სულერთია, როცა შენთვის მხოლოდ ცარიელი ადგილია მეორე ადამიანი… ახლა კი, შენის ნებართვით, მარტო დარჩენას ვისურვებდი და ურთიერთობების შესახებ ლექციებს როგორმე სხვა დროს ჩაგიტარებდი – უპასუხა ქალმა, ზურგია აქცია რა კაცს, ფანჯარაში გახედა სანახევროდ განათებულ ქალაქს და გააგრძელა 

– შეიძლება საუკეთესო მეგობრები არ ვიყავით,მაგრამ ამ კაცს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, 50 წელი ვიცნობდი, ცოტა დრო დამჭირდება იმის გადასახარშად, რომ ის აღარ არის და რომ მას ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ – დაასრულა რა ქალმა თავისი სათქმელი, ხელებით მძიმედ ჩამოეყრდნო ფანჯრის რაფას, კაცმა ნახევრად სავსე ვისკის ჭიქა მოათავსა ქალის ხელებში და მჭიდროდ ჩასჭიდა თავისი ხელები – ვიზიარებ შენს მწუხარებას და ვწუხვარ რომ იტანჯები – უთხრა რა კაცმა,  დაცილდა ქალს, გასასვლელისკენ წავიდა და ჰოლში გაუჩინარდა.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!