ყოველი დღე

p.s ეს არის ჩემი მეორე მოთხრობის ნაწყვეტი არასოდეს არ გამომიქვეყნებია facebook–ის მეგობრების გარდა იმედიმაქვს მოგეწონებათ ვიცი არის ბევრი გრამატიკული შეცდომა  მაგრამ დამწყებივარ 

ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა თუ ცხოვრებაში რაიმეს მიღწევა გსურს ყოველ დღე ყოველ წუთსა თუ წამს შეეცადე მასზე იფიქრო და მიუახლოვდე რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც  ზოგჯერ გეგონოს რომ დაეცემი და მეტს ვერ შეძლებ, ვერ შეძლებ რომ ფეხზე წამოდგე იმ წამსვე გამოფხიზლდი და შენს ცხოვრებას მიეცი უფლება ყოველივე დღით დატკბეს  მიეცი უფლება წინ გაიხედოს  მიეცი უფლება ოცნებისკენ გზას მიჰყვეს   

დღეს წვიმიანი დღეა ალბათ ზეცამ გადაწყვიტა მისი სევდა და დარდი ასე გადმოეცა ბუნებისთვის და ჩვენთვის რომ წუხს  მას  ხომ  ყოველ დღე უწევს უყუროს გულ გატეხილი და გაჭირვებულ ხალს, ყოველ დღიურად უწევს უყუროს ცრემლებ დაღვრილ გოგონას ხის ძირას ჩამომჯდარი რომ სტირის ,

ქუჩაში მივსეირნობ  ვაცნობიერებ რომ ხვალ ზაფხულის ბოლო დღეა . ზაფხული ერთი ამოსუნთქვით გარბის თითქოსდა ახლა იწყება ქარი, წვიმა, სიცივე , ტალახიანი და თეთრი ზამთარი .  ადამიანები თბილი სამოსით შეიმოსებიან და გადათეთრებულ ბილიკებს დაუწყებენ გაყოლას თითქოსდა უსასრულოდ მიცურავს სამოთხეში. შემდეგ კი იფეთქებს ადამიანის ახირებული გონება და დაიწყებენ იმაზე წუხილს რომ ზამთარი ძალიან ცივი და გრძელია მოისურვებენ სამოთხის უეცრად დასრულებას , რა არის ადამიანი რომ ვერ კმაყოფილდება იმით რაც მას გააჩნია  რაც მას უფალმა უბოძა . უბოძა ასეთი სილამაზე რომელსაც ვერასოდეს ვერ იხილავს სხვაგან ვერასოდეს ვერ ნახავს მსგავს ცხოვრებაში ჰგონია იმ ადგილას სადაც ცხოვრობს ხედი დამახსოვრებული აქვს და  არ აკვირდება მაგრამ იმას კი ვერ ხვდება რომ იქ ყოველ დღიურად რაღაც იცვლება მაგალითად ღრუბლები ისინი ყოველ წამს იცვლიან ფორმას ხეები თუ ქარი ერთ მხარეს მიაქანებდა ახლა მეორე მხარეს ღრუბლებში მიჰყავს  ადამიანის თვალი ამას ვერასოდეს შეეჩვევა ამ სილამაზეს  ყოველ დღე რომ უყურო ის შენთვის მაინც  შესანიშნავი იქნება. გზის გადაღმა ვხედავ  მოხუც ქალს რომელსაც გვერდს მისი პატარა  ბიჭუნა  უმშვენებს  ვხედავ როგორი ჩამომხმარია მისი სახე დროის განმავლობაში, და ჩამომხმარა მთლად სიცოცხლის ხე. … მის შუბლზე ნაოჭებს დაუდიათ ბინა… გაკვირვებულნი და სახე-მკრთალნი .

სახლში  გულ აჩქარებული და  ულამაზესი სამყარო მელოდება   სახლში შევაბიჯე და იმწამსვე გულში ჩამიკრა…

–დედა ყოველთვის როდესაც სახლში ვბრუნდები მთელს სამყაროს წინ ხელის გულზე გადაშლილს მახვედრებ  არ ვიცი შენ რომ არ მყავდე ამდენად ბნელ სამყაროში სინათლის ბილიკზე ვინ დამაყენებდა 

ლინა ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი ვინც შენ დაგიცავს დედი ახლა კი გთხოვ ხელები დაიბანე და მაგიდას მივუსხდეთ

დედაჩემი ყოველთვის ფიქრობდა რომ ჩვენ ადამიანები მაიმუნებზე უკეთესები არაფრით  ვართ მართალია ყველა ფიქრობს რომ ჩვენ მათგან განვვითარდით მაგრამ ეს ხომ უბრალოდ სიცრუეა კიდევ ერთ სიცრუეში მე ამის არ მჯერა  უფალმა ჩვენ ადამიანები  იმისთვის შეგვქმნა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს ვიყოთ გონიერები ყოველ დღე  ვაკეთოთ სიკეთე და არ ველოდოთ საპასუხოდ იმასვე… ნუ თუ მაიმუნები ამის გამო არიან ქვეყნად

მაგიდასთან სავახშმოდ დავსხედით.  ჩვენს სახლში არასოდესაა მოწყენილობა, ერთფეროვნება, ჩხუბი, და ხმის აწევა. თუ აქედან ერთ-ერთი მაინც გაისმა ჩვენს   ყველანი მივხდებით რომ  სიბნელემ ნელ-ნელა დაიწყო სინათლეში შეღწევა.

– დედი კიდევ ფიქრობ რომ ჩვენ ადამიანები  მაიმუნებზე უკეთესები არ ვართ ?

– რა თქმა უნდა და შენ არა?

ო,  მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რაღაც მაინც შევცვალოთ უკეთესობისკენ

– მაგალითად ?

ყველაფერი ჩვენზე ადამიანებზეა დამოკიდებული, ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ წავმართავთ მომავალს…  ჩვენ შეგვიძლია სამყარო უკეთესი ვაქციოთ, კეთილი, მოსიყვარულე,ერთგული, და ბედნიერი სამყარო სადაც ყველა ბედნიერი იქნება . 

მოსიყვარულე და ერთგული ? შვილო  წლების მერეც კი ბეზრდებოდა წყვილებს ერთმანეთი ისინი ერთმანეთის რეაქციებს ვეღარ ამბობენ

დედი  შენ ამბობ რომ წლების მერე წყვილებს ერთმანეთი სძულდებათ? ერთმანეთის რეაქციებს ვეღარ ეგუებიან და ერთმანეთის მანერები ღლითო. სადღაც მოვისმინე და ძალიან მომეწონა  „მგონი ჩემს შემთხვევაში პირიქით იქნება. მგონი მე მაშინ შემიყვარდება, როცა ადამიანზე ყველაფერს გავიგებ. იმას თუ როგორ იყოფს თმას, რომელ პერანგს იცვამს, მოცემულ სიტუაციაში რა ამბავს გაიხსენებს… მგონი სწორედ მაშინ ვიგრძნობ, რომ მიყვარს. ამის გარეშე შეუძლებელია“.

მართალია მაგრამ  ყველა ურთიერთობა და სიყვარული სამარადისოდ არ გრძელდება იცი?

მე მხოლოდ ის ვიცი რომ თუ გიყვარს მის სიყვარულს სამარეშიც წაიღებს. ადამიანი თუ ერთგულია ის ყოველთვის ერთგულად დარჩება…

არასოდეს მესმოდა  ადამინების და მათი პერფორმანსების, რაში სჭირდებათ ეს სცენები, თავის ისე დაჭერა თითქოს ყველაფერი კარგადაა ან პირიქით  იქნებ როდესაც ისინი რეალურად გამოუშვებენ  თავიანთ ემოციებს სამყარო უფრო დამაჯერებელი გახდეს… იქნებ ყოველ დღე არ მოუწიოთ თვიანთი ოცნებების  დათმობა იმის გამო რომ სხვას ესე უნდოდა იქნებ არ მოუწიოთ ამის გაკეთება თუ ისინი თავიანთ არჩევანში დარწმუნდებიან,დაიჯერებენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისწავლიან საკუთარი თავის ფასს და არჩევანის შეყვარებას

– იცი ხანდახან ვიქრობ ჩემი შვილი როგორ გაზრდილა ამდენი რომ იცი

– ადამიანებს გაზრდა არ სჭირდებათ იმის ცოდნისთვის რომ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ და რამე უკეთესის გაკეთებაზე იფიქრონ… მაგალითად როდის მიხვდი რომ შენს ოცნებას შენს გარდა ვერავინ აასრულებდა?

როდესაც თოთხმეტი წლის ვიყავი მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე რომ დედაზე დამოკიდებული მთელი ცხოვრება ვერ ვიქნებოდი და ჩემით უნდა დამეგეგმა ცხოვრება

დედა ცხოვრებას ვერ დაგეგმავ მხოლოდ შეგიძლია რამოდენიმე დღე დაგეგმო მაგრამ ისიც არ გამოვა რაღაც სხვანაირად იქნება რაღაცამ  შეიძლება ხელი შეგიშალოს გეგმის განხორციელებაში მაგრამ  წარმოიდგინე მთელი ცხოვრების დაგეგმვა ეს შეუძლებელია  შეიძლება შენი გეგმები წამიერად გაქრეს რადგან თვით ცხოვრებაც კი წამიერია  ჩვენ წამიერი ბედნიერებისთვის ვართ არ ვიცი შეიძლება ეს ესე არ იყოს მაგრამ მე ასე ვფიქრობ  მე ვენდობი ჩემს გონებასა და ფიქრებს….

სახლიდან სასეირნოდ წასულს გზად ახალგაზრდა წყვილებს ვხედავ ხელ  ჩაკიდებულს სიყვარულით რომ ცოცხლობენ.

ალბათ წამიერად დაფიქრებულხართ რა არის სიყვარული, მაგრამ დაფიქრებულხართ კი იმაზე  რა იქნებოდა ცხოვრება სიყვარულის გარეშე? დღემდე არ გამჩენია ეს კითხვა და  არასოდეს მიკითხავს ჩემი თავისთვის  სიყვარულის გარეშე ცხოვრება როგორი იქნებოდა.ალბათ ცივი გაყინული როგორც სუსხიან ზამთარში იცის …

მაინტერესებს იმ ადამინების გრძნობა ბოლო წამამდე უსიყვარულოდ რომ ცოცხლობდნენ ასეთ სიცოცხლეს თუ ცხოვრებას დავარქმევთ უსიყვარულო ცხოვრებას

ლევ ტოლსტოიმ  სთქვა  

 „სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს“

ეს ასეცაა  სიყვარულს ბევრი გულის ტკენა და იმედ გაცრუება მოაქვს ადამიანები კი ამ დროს ვფიქრობთ რომ სიყვარულისგან დავიღალეთ რომ მოგვბეზრდა მაგრამ დაფიქრდით მხოლოდ ესა სიყვარული?

არა არა და არაა სიყვარული მრავალფეროვნება ურთიერთობაში 

ბედნიერებაა მომენტები მომენტებში ცრემლები, ცრემლებში გამოხედვა, გამოხედვაში შეხება, შეხებაში ოცნება,ოცნებაში ღიმილი, ღიმილში თვალები,თვალებში  შიში,შიშში  უარყოფა.                            თუ ოდესმე შეგიყვარდება არ შეგეშინდეს გაბედულად გადადგი ნაბიჯი.

facebook კომენტარები
ტეგები:
Choose your Reaction!