აგვისტოს თვე იყო…08.24.2019 , მე უბრალოდ ვუსმენდი , როგორც ღამით მთვარე მისმენს მე. უბრალოდ ყურს ვუგდებდი ამ უცნაურ ისტორიას, ამ უცნაურ ბავშვობას და იმ უცნაურად გადალახულ ეტაპებს. ისტორიას უღრმავდებიან და მე უფრო მეტად ვშფოთდები , თითქოს ცივი წვიმის აგრესია მთრგუნავს , მაგრამ რეალურად ეს ისტორია მთგრუნავს. არემარე სიცილ-კისკისით აგრძელებს ამ ისტორიის მოსმენას და აი, მე რა მემართება? მე ვშეშდები , როგორც ძეგლი, თუმცა ძეგლისგან იმით განსხვავდები, რომ მე ცრემლს ვღრი და შინაგანად ვგრძნობ. ხომ გინახავთ, დამჭკნარი ყვავილი, რომელსაც წყალი სჭირდება , ისევე ვიყავი მეც, თუმცა მე უკეთესის გაკეთება მჭირდებოდა და რა გავაკეთე? 09.03.2020! აქ უკვე ნაბიჯს ვდგამ , ვდგამ ნაბიჯს მათთვის ვისაც იგივე ისტორიის გადალხვა უწევთ , ან მოუწიათ. მე დიდს არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ ვჯდები , კალამს ვიღებ და წერას ვიწყებ. მთვარის შუქზე დავიწყე ისევ წერა, ისევ ველოდებოდი ვარსკვლავის ჩამოვარდნას და სურვილის ჩაფიქრებას…. მაგრამ , ახლა არა , ახლა მხოლოდ წერა შემეძლო და დავწერე კიდევაც. მე მიყვარს უშუქო დღეების შუქით დაჯილდოვება, მე მიყვარს უღამო დღეების ღამით დასრულება და ისევ მე მიყვარს ამაყად კალმის ხელში აღება. 19.05.2020! და აქ მე ვამთავრებ წერას და ჩემი დაწერილი ფურცლები ერთად ქმნიან 258 გვერდიან წიგნს…მესმის მგალობელი ჩიტების ძახილი, მესმის მზის ჩასვლის დუმილი , მესმის არწივის ამაყი კივილი, მესმის ქუჩებში სევდის ცრემლების უსულო წივილი, მესმის დედისა დამდნარი გულის, მესმის მამისა ჩამკვდარი სულის. 04.06.2020! მიკავშირდებიან და მეუბნებიან , რომ იმართება კონკურსი ახალგზარდა მწერლებს შორის და იქნებ მეც გავგზავნო ჩემი წიგნი… მე ვაგზავნი , მაგრამ არავინ არ იგებს ამას. 04.08.2020! ოოო, როგორ ვკანკალებ , როგორ მინდა , რომ კარგი გავიგო რამე…ველოდები შედეგებს , მაგრამ ეს დრო ისე იწელება თითქოს წვიმის ათასი წვეთი უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ძალიან იგვიანებს! ვხსნი წერილს და ვიწყებ ტირლის. მაშინ დავიჯერე, რომ ბედნიერების ცრემლი არსებობს , უფრო მეტიც ბედნიერებას ცრემლი მეტად ამშვენებს…მოციმციმე თვალები , მოკაშკაშე მზე , კავკასიონის მთები, ვიღაცეებისთვის მოულოდნელი საჩუქარი, იის სურნელივით აღტაცებული სურნელი და მშობლების ბედნიერებისგან დამდნარი თვალები!
მწერლობა ჩემი ოცნების კარი ნადმვილად იყო , ეს გამარჯვება კი ამ ოცნების ახდენის პირველი გასაღები!