მოგესალმებით რეალობაში!

Comments

ბედნიერება..

სიხარული..

სიყვარული..

მეგობრობა..

ერთგულება..

დახმარება..

სიკეთე..

არა მეგობარო, არასწორად მიმიხვდი, ეს მხოლოდ ის სამყაროა რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

ტკივილი..

სევდა..

ღალატი..

მონობა..

ფული..

მკვლელები..

ძალადობა..

ს ი კ ვ დ ი ლ ი!

დიახ, ეს გახლავთ სამწუხარო რეალობა..

ნაცვლად სიყვარულისა და მეგობრობისა, ერთმანეთს ვემტერებით..

ნაცვლად ნდობისა, ვღალატობთ..

ნაცვლად სიკეთისა, ვძალადობთ..

ნაცვლად დახმარებისა, ვკლავთ.

საინტერესოა რეალობა ფანტაზიისგან ძალიან განსხვავდება, ფანტაზიით შექმნილი სამყარო ბევრად სჯობს რეალურს.

როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება რეალობაში?

ნარკოტიკი?

არ ღირს.. ვინ იცის რამდენი მოგატყუებს და რაღაც ვადაგასულ პარაზიტობას მოგაჩეჩებს, რომც არა ამ ბედნიერებამ მაქსიმუმ საათებს გასტანოს..

სიყვარული?

სისულელეა, ვიღას სჯერა.. ხალხს ყველა მისნაირი ჰგონია.

მეგობარი?

მოიცა, ის მეგობარი თვალწიმ რომ გითხრის საფლავს?

ოჯახი?

რომელი ოჯახი თუ ღმერთი გწამს.. რომელიც ფულზე გყიდის?

ფული..

რეალობის ერთადერთი ბედნიერება და უბედურება..

არადა ცხოვრება ბევრად მარტივი და ლამაზი იქნებოდა მის გარეშე?

როგორ?

რავი, მაგალითად ფულისგამო ოჯახის წევრებს არ გაყიდიდნენ, არც უღალატებდნენ ერთმანეთს. ბოლო-ბოლო სიყვარულის წვეთი მაინც იარსებებდა…

არც ამდენი შვილმკვდარი მშობელი იქნებოდა..

ამდენი განადგურებული დედა..

ამდენი განადგურებული მამა..

ამდენი განადგურებული ოჯახი..

ამდენი მოკლული ახალგაზრდა..

რეალობა?

შენ უკვე იქ ხარ..

მოგესალმები სისხლიანი ფულის ეპოქაში, როგორც ადამიანები ეძახით დღევანდელ რეალობაში.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!