სექტემბრის პირველია.ისევ ისე გნატრობ, როგორც აქამდე.როგორც ყოველ დღე,ყოველ ღამე ძილის წინ,ყოველ წუთს…ფიქრები მიდიან…ხეების ნელ, ჰარმონიულ რხევასა და ხიდან მოწყვეტილი ფოთლების ნარნარს მიჰყვებიან.მიჰყვებიან და თან მიაქვთ ოცნებები, წარსული,ამწყო და შეიძლება მომავლის ნაწილებიც.
სექტემბრის პირველია.მე ისევ გავყურებ შორ, უკიდეგანო, ფერადფოთლებიან, შემოდგომისფერ ბილიკს.სწორედ იმ ბილიკს, რომელმაც ერთ დროს შენამდე მომიყვანა.ან ახლაც მომიყვანს.
ისევ დაველოდები 1 სექტემბერს.ისევ დავინახავ შემოდგომისფერ სექტემბერს.ისევ დავინახავ შემოდგომისფერი ფოთლების სილაჟვარდეს.ისევ დაგინახავ შემოდგომისფერ შემოდგომაში.ისევ დაგელოდები, როგორც პირველ პირველ სექტემბერს.
პირველი სექტემბერი და შენ.
მოლოდინი და შენ.
და ჩვენ..
შემოდგომისფერ შემოდგომაში უგზო-უკვლოდ დაკარგული – ჩვენ.
და მოლოდინი.
ჩვენი მოლოდინი.
შემოდგომისფერ ბურუსში მდგომი ჩვენ.
უსასრულო მოლოდინი და შენ.
მეორე ნაპირზე მდგომი შენ.
ყვითელი და ოქროსფერი ფოთლების უსაზღვრო ხმაური.
სიჩუმე.
გვაშორებს, თან გვაახლოვებს.
ისევ გელოდები.
როგორც ადრე,
როგორც პირველად პირველ სექტემბერს.