რა არის სამყაროში ყველაზე ამოუცნობი ? რისი თქმა არ შეიძლება დაზუსტებით ? არსებობს მრავალი აზრი, იდეა და შეხედულება იმაზე თუ რა მოხდება სიკვდილის შემდეგ, ზოგს სჯერა სამოთხისა და ჯოჯოხეთის, ზოგს რეინკარნაციის, ზოგსაც კი იმის რომ სიკვდილის შემდეგ უბრალოდ არაფერი ხდება, ალბათ გაინტერესებთ ამდენს რას ვლაყბობ ამ თემაზე ? სულ რაღაც რამდენიმე წუთში თავად გავიგებ თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, გამოიცანით თავს ვიკლავ ! ცდებით, არავის უძალადია ბავშობაში ჩემზე არც სექსუალურად და არც ფიზიკურად, არც შეყვარებულს მივუტოვებივარ და დეპრესიის გამო ვიკლავ თავს, დამეთანხმებით ძალიან პათეტიკური იქნებოდა. არც ჩამიხოცავს სკოლის ბავშვები და ციხის მეშინია, სადაც დიდი ალბათობით გამაუპატიურებდნენ და ალბათ ყველაზე ლოგიკური რაც იფიქრეთ, არანაირი ვალი არ მაქვს კაზინოსი. არ შეიძლება უბრალოდ მინდოდეს თავის მოკვლა? ცხოვრებისგან ყველანაირი სიამოვნება მივიღე, რისი მიღებაც შემეძლო. ყველაზე ლამაზ ქალებთან მქონდა სექსი ჩემი ოფისიდან. ყველა მაფასებს და პატივს მცემს სამსახურში და ცხოვრებაში, უბრალოდ აღარაფერია რისი მოცემაც სამყაროს შეუძლია ჩემთვის. ერთადერთი რასაც ვნანობ არის, რომ ბერზერკის მანგა არ წამიკითხავს ბოლომდე, თუმცა ახლა რომც არ ვიკლავდე თავს მეეჭვება წამეკითხა ბოლომდე, ის ტიპი ერთი თავის წერას სამი წელი უნდება… კარგი. ლაპარაკი გვეყო, მატარებელს ვხედავ. ამჯერად გადავხტები, გადავხტები, გადავხტები… თუ გაინტერესებთ მესამედ ვდგავარ ამ ხიდზე, არ გამსაჯოთ პირველ ჯერზე ვერც თქვენ მოიკლავდით თავს. თავსხმა წვიმა დაიწყო. ახლოვდება მატარებელი, ჯანდაბა მგონი, სახლში გაზის გამორთვა დამავიწყდა, მოდი წავალ, შევამოწმებ და შემდეგ რეისზე მოვიკლავ თავს. – უკნიდან ქალის კივილი გაისმა – „თავს იკლავს ! ვინმემ შეაჩერეთ !“ – უკან მივბრუნდი – რა ? არა მე თავს არ ვიკლ… – ხელები მაღლა ასწია ჯეკმა. ჭექა-ქუხიმა დაჰკრა, შეაშინა უკან წაიწია, ფეხი გაუსრიალდა დასველებულ ხიდის კიდეზე, შეეცადა მოაჯირისთვის მოეკიდა ხელები, მაგრამ მისი სხელული ლიანდაგისკენ ვარდებოდა, სადაც ჩქაროსანი მატარებელი უკვე ქალაქში შედიოდა, თითები მიადო მოაჯირს თუმცა ვერ ჩაეჭიდა, გრავიტაციამ გადაწონა და ხიდიდან გადავარდა. მატარებლის გვერდს თავით დაასკდა და ლიანდაგის გვერდზე გადავარდა, საკუთარ ხელზე დაეცა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!