,, კენტი ფოთოლი”

Comments

ქარვისფერი დღე მიილია და

ცაზე ნავარდობს მთვარე ობოლი.

მარტოსულობას დავუმეგობრდი

მე – შემოდგომის კენტი ფოთოლი.

მარტოსულობა განა ტანჯვაა?

ანდა სასჯელი ან  განაჩენი?!

მთვარეც ერთია, მზეც ხომ ერთია, მაგრამ რა არის მათი სადარი?!

ქარვისფერი დღე მიილია და

ფიქრი ნავარდობს სულში ობოლი.

მარტოსულობას დავუმეგობრდი

მე – შემოდგომის კენტი ფოთოლი” …

facebook კომენტარები
Choose your Reaction!