დღეს არაფერი მქონდა საქმე, დავჯექი ჩემი საყვარელი სახლის, ჩემს საყვარელ აივანზე, ჩავრთე ჩემი საყვარელი სიმღერა და ფიქრებთან ერთად დავიწყე მოგზაურიობა. 14 წლის მანძილზე პირველად დავფიქრდი რამდენად კარგი და სასწაულია როდესაც ადამიანი ცოცხლობ, თითქოს არაფერია ერთი ჩვეულებრივი მოვლენაა მაგრამ დაიბადო ეს ნამდვილად სასწაულია. ვიბადებით, ვცოცხლობთ, გვიყვარდება, გვტკივა, ბედნიერები ვართ, გვენატრება, ვკარგავთ, ვპოულობთ, რომ დავუფიქრდეთ რამდენად მაგარი და გასაოგნებელია ეს ყოველივე. მე ჯერ კიდევ პატარა ვარ, ყველაფერი არ განმიცდია, არ მიგრძვნია, მაგრამ ამ 14 წელს, რომ გადავხედე და ყველა ის გრძნობა გავიხსენე ენერგიით ავივსე. იმდენად გავოცდი და ამავდროულად მომეწონა ამ გრძნობების მიქსი, ავიღოთ თუნდაც სიყვარული, რამდენად ბედნიერი და ამავდროულად მტკივნეული შეიძლება იყოს ეს გრძნობა. როდესაც გიყვარდება, აი ამდროს შენს თავს აღარ გავხარ, უბრალოდ თავი ყველაზე ბედნიერი და განსაკუთრებული ადამიანი გგონია და ის პიროვნება ვინც ამ გრძნობების ავტორია დღითიდღე უფრო და უფრო გიყვარდება მართალია ყველაფერი შეიძლება გულის ტკენით დასრულდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გვაბედნიერებს ვიდრე გვტკენს. ახლაგადავიდეთ იმგრძნობაზე როდესაც ახალ მეგობრებს იძენ, სრულიად უცხო ადამიანი რომელსაც არც კი იცნობ, ძალიან მოკლე დროში შენიანი ხდება და იმდენად ახლოა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოგიდგენია და ამ ყველაფრის მერე ვინმე ამიხსნის ხალხი რატომ ფიქრობს სუიციდზე? ან რატომ უშავებენ თავს? უბრალოდ ადამიანის დაკარგვის გამო საკთარ თავს რომ ზიანს აყენებენ ეს სწორია? მეც დამიკარგავს ადამიანები, მაგრამ ყველაფრის გადატანა არის შესაძლებელი, უბრალოდ უნდა გავითავისოთ ერთი რაღაც, რომ რაც მოსახდენია ის მოხდება, ვინც ზედმეტია ის წავა. ამას უნდა შევეგუოთ და ვიყოთ ბედნიერები იმით რაც გვაქვს.
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
