,, ერთხელ “

,, ერთხელ გავიგიჟეთ თავი

მე და მარტოხელა ქარმა.

გზაში დავიმგზავრეთ წვიმა ,

წამში შენს ჭიშკართან გავჩნდით.

ფანჯრებს დავულეწეთ მინა,

სულ მთლად აგირიეთ სახლი.

გძინავს…გიყურებ და : ,, ღმერთო,

სიზმრად ნანახ ჭაბუკს ჰგავდი!”

მზისფერ და ტალღოვან თმაზე

ხელი გადაგისვი  მალვით.

ფარდით მოგიჩრდილე მთვარე,

ფრთხილად გავიხურე კარი.

ჩემს ლანდს გავეკიდე ქარში.

გზაში დამეწია დარდი :

შენ და შენით თბილი სახლი,

თითქოს, კვლავ სიზმარში დამრჩით”…

facebook კომენტარები
Choose your Reaction!