,, ვედაქალები მზეს ოქროსთმიანს.
გზადაგზა ჩემს წილ სიყვარულს ვიჭერ.
გადავამრავლებ ერთ ღიმილს ასზე,
ხოლო სიძულვილს დუელში ვიწვევ.
ვეჭორავები მზეს ოქროსთმიანს.
დილით ქალურად სწორდება წელში.
ისიც ჩემსავით შეიკრავს ღილებს
და ჩაისუნთქავს სამყაროს ფიქრებს.
………………..
ვედაქალები მზეს ოქროსთმიანს.
გზადაგზა ჩემს წილ სიყვარულს ვიჭერ”.
facebook კომენტარები