,,ზოგჯერ სიჩუმე მოჰგავს ქარიშხალს.
დუმილის კონებს მოკუჭავ მუჭით
და ცხოვრებაში სულ ერთხელ მაინც
რჩები ღმერთივით მარტო და ხვდები,
ხვდები, ქარიშხლებს გადაურჩები,
გადაივლიან თავსხმა წვიმებიც,
მაგრამ, როგორიც იყავი გუშინ
ისეთი უკვე ვეღარ იქნები.
წლები მძივებად აკინძავს განვლილს,
მოგონებებად ჩაწვება სულში.
სათქმელი ბევრჯერ მოხეთქავს, მაგრამ
სიტყვების კონებს მოკუჭავ მუჭით…”
facebook კომენტარები
