- ,, მერე რა, თუკი ნისლია ზოგჯერ
ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის კართან.
მხრებჩამოყრილი დღეების ლანდებს
შენი ღიმილის კოცონზე დავწვავ!
მერე რა, ზოგჯერ მზისთვალა დილა
თავს დაგადგება ფიქრების მძივად.
აგიწიოკებს წუხანდელ სიზმრებს
და გაგახსენებს, სულში რომ წვიმდა,
მაგრამ ეცადე, სევდის აჩრდილმა
აღარ დაიდოს სიზმრებში ბინა.
მხრებჩამოყრილი დღეების თვალწინ
უნდა იყვირო : ,, სიცოცხლე მიყვარს”…
facebook კომენტარები
